იუვენტუსმა ზაფხულში შეიძლება სტროოტმანი 45 მლნ ევროდ შეიძინოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსმა ზაფხულში შეიძლება სტროოტმანი 45 მლნ ევროდ შეიძინოს


იუვენტუსმა ზაფხულში შეიძლება სტროოტმანი 45 მლნ ევროდ შეიძინოს

"რომას" ნახევარმცველი, კევინ სტროოტმანი, არ არის გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "იუვენტუსში" გადავიდეს, იუწყება Sky Sports.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ტურინელები მზად არიან 27 წლის ჰოლანდიელის სანაცვლოდ მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ, რომელიც 45 მილიონ ევროს შეადგენს.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ გარდა სტროოტმანისა, "იუვენტუსი" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას "ლივერპულის" ჰავბეკ ემრე ჩანითაც გეგმავს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბიანკონერი" გერმანელ ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა და იგი იტალიურ გრანდს მერსისაიდელებთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გააძლიერებს.

შეგახსენებთ, 2016 წლის ზაფხულში "იუვენტუსს" რომას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი შეუერთდა, მის სანაცვლოდ რომაელებმა 32 მილიონი ევრო მიიღეს.

სტროოტმანმა ამ სეზონში "რომას" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა, 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. ჩანმა, თავის მხრივ, "ლივერპულში" 22 შეხვედრა გამართა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები