მანჩესტერ იუნაიტედი გრიზმანის სანაცვლოდ 100 მლნ ევროს გადახდას არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედი გრიზმანის სანაცვლოდ 100 მლნ ევროს გადახდას არ აპირებს


მანჩესტერ იუნაიტედი გრიზმანის სანაცვლოდ 100 მლნ ევროს გადახდას არ აპირებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერითაა დაინტერესებული, იტყობინება ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა Marca.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფრანგის გამოსასყიდი თანხა, რომელიც 100 მილიონ ევროს შეადგენს, ძალიან დიდია.

აქამდე არსებული ინფორმაციით, გარდა "წითელი ეშმაკუნებისა", ფორვარდის დამატებით "ბარსელონაცაა" დაინტერესებული. გარდა ამისა, კატალონიელები "ლივერპულის" ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ხელში ჩაგდებასაც გეგმავენ, მაგრამ კლუბი ამ ზამთრს ორი ტრანსფერის განხორციელებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, გრიზმანი "ატლეტიკოში" 2014 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში 26 წლის ფრანგმა "როხიბლანკოს" რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები