ჟორჟინიო: "იუვენტუსი კვლავ ფავორიტია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟორჟინიო: "იუვენტუსი კვლავ ფავორიტია"


ჟორჟინიო:

"ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველი, ჟორჟინიო, მიიჩნევს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში მაინც ტურინის "იუვენტუსია" ფავორიტი.

"იუვენტუსი" ფავორიტად რჩება. მათ ზედიზედ ექვსი ტიტული მოიგეს და კვლავ დიდებული გუნდი ჰყავთ. ახლა კი არა მათზე, არამედ "კროტონეზე" უნდა ვიფიქროთ.

"ნაპოლიმ" ორგანიზებულად და კარგად უნდა ითამაშოს. იმედი გვაქვს, რომ წელს წარმატებით დავასრულებთ", - განაცხადა 26 წლის ბრაზილიელმა.

18 ტურის შემდეგ იტალიის სერია ა-ს 45 ქულით ნეაპოლური კლუბი ლიდერობს, "იუვენტუსს" კი მეორე ადგილზე სამი ქულით ნაკლები აქვს დაგროვებული.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ჟორჟინიო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები