"წინ, შენი დედაც!" - როგორ გადაარჩინა გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერა ინიესტამ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"წინ, შენი დედაც!" - როგორ გადაარჩინა გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერა ინიესტამ?



80-იანების ბოლოს ხოსეპ გვარდიოლა ერთ ნაბიჯში იმყოფებოდა "ბარსელონას" დატოვებისგან. "ბლაუგრანას" სელექციონერები ვერ ხედავდნენ მასში ნიჭსა და პოტენციალს. საბოლოოდ კატალონიელი იოჰან კრუიფმა იხსნა:

"ისინი თვლიდნენ, რომ გვარდიოლა იყო ზედმეტად გამხდარი ფეხბურთელი, რომელმაც არც დაცვაში და არც თავით იცოდა თამაში. არადა მას გააჩნდა ბრწყინვალე მოედნის ხედვა, ტექნიკა და გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი. მე რომ არა, პეპი სეგუნდაში აღმოჩნდებოდა," - წერდა ჰოლანდიელი მაესტრო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

"წინ, შენი დედაც!" - როგორ გადაარჩინა გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერა ინიესტამ?

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაც რთულად დაიწყო "ბარსაში" (მარცხი "ნუმანსიასთან" და ფრე "ალავესთან"). პეპს მიწასთან ასწორებდა მთელი ესპანეთი, ერთადერთი დამცველი კი ისევ და ისევ კრუიფი აღმოჩნდა:

"არ ვიცი თქვენ რა ფეხბურთს უყურებთ, მაგრამ მე დიდი ხანია არ მინახავს ესეთი ხარისხიანი თამაში "კამპ ნოუზე". დიახ, სტარტი წარუმატებელია და სტატისტიკას თუ შევხედავთ კრიზისია, თუმცა საერთო სურათი სულ სხვანაირი არის,"

"წინ, შენი დედაც!" - როგორ გადაარჩინა გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერა ინიესტამ?

გვარდიოლას კარიერაში კრუიფი იყო დამრიგებელი, მრჩეველი და უბრალოდ ყველაზე გავლენიანი პიროვნება. ცხადია, რომ ესეთი ადამიანის მხარდაჭერით პეპმა დასძლია ის ზეწოლა, რომლის ქვეშაც იმყოფებოდა კატალონიელი. საინტერესოა, ის რომ იოჰანზე არანაკლები წვლილი ამ ყველაფერში ანდრეს ინიესტასაც მიუძღვის.



პეპი მარტოდ იჯდა ბნელ ოთახში და უსასრულად ახვევდა ვიდეოჩანაწერებს. ამ დროს კარზე გაისმა კაკუნი, შემოვიდა ინიესტა და ზრდილობიანად წარმოსთქვა:

"ნუ ნერვიულობთ, ყველას დავამარცხებთ, იმიტომ რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ესე გავაგრძელოთ, კარგით? ბრწყინვალედ ვთამაშობთ, თქვენი ვარჯიშებისგან კი ნამდვილ სიამოვნებას ვიღებთ. გთხოვთ, არაფერი შეცვალოთ,"

გვარდიოლა გაოგნდა, მსგავსი სიტყვების მოსმენას ის ყველაზე ნაკლებად სწორედ ინიესტასგან ელოდა, რადგან ანდრესი თითქმის არასდროს იღებდა ხმას ვარჯიშებზე. კარის გამოხურვის პროცესში "ბარსას" რვიანმა კიდევ უფრო გაამძაფრა თავისი მესიჯი: "წინ, შენი დედაც!"

"წინ, შენი დედაც!" - როგორ გადაარჩინა გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერა ინიესტამ?

პეპმა დაწვრილებით აღწერა ეს ისტორია თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, კატალონიელ სპეციალისტზე ყველაზე მეტად სწორედ ანდრესის სიტყვებმა იმოქმედა:

"თავდაპირველად "ნუმანსიასთან" მარცხით იწყებ, შემდეგ თამაშობ ფრეს "ალავესთან" და თავს განადგურებულად გრძნობ. ამ ყველაფრის მერე შენთან მოდის ინიესტა და ბრძოლის გაგრძელების სტიმულს გაძლევს. მისგან ამას არ ველოდი, რადგან ის თითქმის არასდროს ავლენდა ემოციებს,"

"ამ ამბავის შემდეგ მე ვერასდროს ვიქნებოდი მის მიმართ მკაცრი. ქულებს ვკარგავდით, ანდრესი კი მოვიდა და ისე მესაუბრა თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. იმ მომენტში მივხვდი, რომ ინიესტა სამუდამოდ ითამაშებდა ჩემს გუნდში,"

"წინ, შენი დედაც!" - როგორ გადაარჩინა გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერა ინიესტამ?

"რატომ მოიქცა ანდრესი ესე? მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ იმ მომენტში სწორედ მსგავსი რამ სჭირდებოდა პეპს. ზოგადად ინიესტა არაფერს ამბობს და აკეთებს გაუაზრებლად. მხარდაჭერას სხვა მოთამაშეებიც გვიცხადებდნენ, მაგრამ ყველაზე ემოციური და დამაჯერებელი სწორედ ანდრესის მესიჯი იყო,"- იხსენებს "ბარსელონას" იმ დროინდელი ფიზიოთერაფევტი ლორენსო ბუენავენტურა.

"წინ, შენი დედაც!" - როგორ გადაარჩინა გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერა ინიესტამ?

კრუიფისა და ინიესტას ნათქვამმა მართლაც იმოქმედა, ორი კვირის შემდეგ "ბლაუგრანამ" მიწასთან გაასწორა ხიხონის "სპორტინგი" და დაიწყო ის სახელოვანი ეპოქა, რომელმაც რამდენიმე წელი გასტანა. გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შექმნა, მის გვერდით კი მუდამ იყო ანდრესი, ისე როგორც ერთ დროს თავად პეპი დიდ იოჰანთან.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები