"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ!" - ისკოს ისტორია, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ!" - ისკოს ისტორია, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობდა



2017-2018 წლის სეზონი მადრიდის "რეალისთვის" ჯერჯერობით არც თუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს. "სამეფო კლუბი" ამ წუთისთვის ლა ლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება და "ბარსელონას" არც მეტი არც ნაკლები 16 ქულით ჩამორჩება. ჩავარდნის მიუხედავად, გუნდში მაინც არის ერთი ისეთი მოთამაშე, რომელიც არანაირ კრიტიკას არ იმსახურებს, მისი სახელია ისკო ალორკონი.

მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა 3:0 გაანადგურა იტალია, ისკო იმ მატჩში უბრალოდ მეფობდა. "ფურია როხას" შემტევმა ორი ულამაზესი გოლი გაუტანა ბუფონს, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ინიესტასთან შედარება იყო, რამდენიმე წლის წინ ანდრესმა დაახლოებით ანალოგიურად გაუშრო სისხლი "სკუადრა აძურას" მცველებს.

"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ!" - ისკოს ისტორია, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობდა

ისკოს მთავარი მსხვერპლი ახალ პირლოდ მონათლული მარკო ვერატი გამოდგა. "პსჟ"-ს ვარსკვლავს სამომავლოდ მხოლოდ ღამის კოშმარებში თუ დაესიზმრება ალორკონი:

"ძალიან რთული იყო ისკოს წინააღმდეგ თამაში, ალბათ მესიც ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რაც მან მოახერხა იმ მატჩში. ბოლოს უკვე უბრალოდ აპლოდირება მინდოდა, სხვას ვერაფერს შევძლებდი," - განაცხადა იტალიელმა.



ისკომ უბრალოდ ყველას აჩვენა, თუ ვინ არის საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი ნაკრებსა და მთლიან ევროპაში. დიახ, "ფურია როხაში" ჯერ კიდევ არიან ძველი გვარდიის გენერლები ინიესტა და სილვა, თუმცა 2018 წლის მუნდიალზე და სავარაუდოდ მის შემდეგაც ესპანეთის მთავარი იმედი სწორედ ალორკონი იქნება.

ის, რასაც ისკო მოედანზე აკეთებს ჯადოქრობას ეძახიან, მეტსახელიც შესაფერისი აქვს-"MagIsco". ესპანელი შემტევის მისამართით თბილ სიტყვებს არც "ტოტენჰემის" თავკაცი მაურისიო პოჩეტინო იშურებს:

"ისკოს დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებოდი სხვადასხვა კლუბებში, ის ყველგან ბრწყინავდა. წლების განმავლობაში ის საოცრად დაიხვეწა და არნახული პროგრესი განიცადა,"

"მე ჯერ კიდევ ის ქუჩის ფეხბურთელი ვარ, რაც ადრე. მიყვარს მოედანზე ფანტაზირება, გარისკვა და რაღაც ახალის შექმნა," - ესე ახასიათებს ესპანელი თავის თამაშის სტილს.

"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ!" - ისკოს ისტორია, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობდა

ისკო უკვე მე-4 სეზონს ატარებს "რეალში". ამ დროის განმავლობაში მან გაიტანა არაერთი მნიშვნელოვანი გოლი, მოიგო უამრავი ტიტული და გაუძლო უდიდეს კონკურენციას გუნდში, რომელშიც პრაქტიკულად არავის აძლევენ დროს ადაპტაციისთვის. გასული სეზონი მის კარიერაში საუკეთესო გამოდგა, ესპანელმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა "ბლანკოსის" წარმატებებში, გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ისკო დაასახელეს.

ალორკონის საფეხბურთო გზა "ვალენსიაში" დაიწყო, ის 14 წლის ასაკში შეუერთდა "ღამურებს". მის ნიჭსა და პოტენციალს ხედავდა ყველა უნაი ემერის გარდა. სწორედ "პსჟ"-ს ამჟამინდელმა თავკაცმა გაუშვა ისკო თავის დროზე "მალაგაში". ანდალუსიურ კლუბში ესპანელმა მომენტალურად გაიბრწყინა, მისი დამსახურებით გუნდი პირველად ისტორიაში გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.

"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ!" - ისკოს ისტორია, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობდა

ისკომ არც ევროსარბიელზე შეირცხვინა თავი, "მალაგამ" 1/4 ფინალამდე მიაღწია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა. ალორკონი იმ სახელოვანი გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო.

"დორტმუნდის ბარიერის დაძლევა ნამდვილად შეგვეძლო. თითქმის გასულები ვიყავით 1/2 ფინალში, უბრალოდ არ გაგვიმართლა, იმ თამაშგარემ კი ძალიან შეგვიშალა ხელი," - იხსენებს ისკო.



ჩემპიონთა ლიგაზე გაბრწინების შემდეგ, ალორკონზე ნადირობა "რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიწყო, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" მალე დაივიწყეს ესპანელი, მიზეზი გამაოგნებელი და სასაცილო იყო. "ESPN"-ის ექსპერტი ენდი მიტონი იხსენებს:

"მანჩესტერელთა სასკაუტო ოქმში ეწერა, რომ ისკო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არასაკმარისად სწრაფი, ამასთან ერთად ესპანელს მეტისმეტად დიდი თავი აქვს,"

"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ!" - ისკოს ისტორია, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობდა

აღსანიშნავია, რომ "ვალენსიაში" გადასვლამდე ისკო "რეალმაც" დაიწუნა, მიზეზი სიდაბლე და ზედმეტი წონა იყო. 2013 წელს კი "სამეფო კლუბმა" გამოასწორა თავისი შეცდომა და ერთ დროს ხელიდან გაშვებული ტალანტი დიდი ზარ-ზეიმით გაიფორმა. მადრიდულ კლუბში ტრანსფერის შემდეგ, ჟურნალისტებმა გამოძიება დაიწყეს და არქივებიდან ამოქექეს, ფოტო რომელზეც ისკოს "ბარსელონას" მაისური ეცვა.

"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ! "რეალი" არასდროს მომწონდა, რადგან იქ ყველა მეტისმეტად ქედმაღალია, რამის მისაღწევად კი აუცილებელია, რომ იყო უბრალო," - აცხადებდა ისკო, როდესაც ის 17 წლის იყო. "ბლაუგრანას" ფორმაში გადაღებული სურათიც იმ დროინდელია.

"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ!" - ისკოს ისტორია, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობდა

ასაკის მატებასთან ერთად, ალორკონი აღარ აკეთებდა მსგავს ხმამაღალ განცხადებებს, თუმცა მას დღესაც ჰყავს ლაბრადორი მეტსახელად "მესი".

"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და სწორედ ამიტომაც დავარქვი ძაღლს მისი სახელი. გახსოვთ ლეომ "არსენალს" პოკერი რომ შეუსრულა? მეორე დღეს მაჩუქეს ეს ლაბრადორი. ჩემს წინა ძაღლს კი ფიგუ ერქვა,"

"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ!" - ისკოს ისტორია, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობდა

ისკო ბევრჯერ იყო "რეალის" დატოვებასთან ახლოს. მან გაუძლო დი მარიასა და ხამესთან კონკურენციას და დღემდე არაფერს უთმობს რონალდუსა და ბეილს. სავარაუდოდ ალორკონი პორტუგალიელსა და უელსელზე დიდხანსაც დარჩება "ბლანკოსში".

"ყოველთვის ანტიმადრიდისტა ვიყავი და ახლაც ვარ!" - ისკოს ისტორია, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობდა

"თავიდან გაღმერთებენ, თუმცა ხუთი არასწორი გადაცემის შემდეგ უკვე უვარგისად გთვლიან," - ესე ახასიათებს ისკო იმას, თუ რა ხდება "რეალში". იგი ხვდება, რომ "სამეფო კლუბში" მას ბევრი სირთულის გამოვლა მოუწევს, მაგრამ ჯერჯერობით ფაქტია, რომ ის ერთადერთია, ვინც შეიძლება უვარგისად არ ჩაითვალოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები