იუვენტუსი იოზილით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი იოზილით დაინტერესდა


იუვენტუსი იოზილით დაინტერესდა

ლონდონის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი, ტურინის "იუვენტუსის" სამიზნე გახდა.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport" იტყობინება, რომ "ბებერი ქალბატონი" იოზილის დამატებას გაისად ეცდება, როდესაც 29 წლის გერმანელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება.

მესუთ იოზილი "მეთოფეებთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, მაგრამ მან კლუბი შესაძლოა უკვე ზამთარში დატოვოს. მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" არის დაინტერესებული.

იმ შემთხვევაში თუ "წითელი ეშმაკები" იოზილს იანვარში არ დაიმატებენ, მაშინ ზაფხულში მისთვის ტურინული გრანდიც იბრძოლებს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილმა 18 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები