ემერი დიარას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერი დიარას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა


ემერი დიარას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ლასანა დიარას პოტენციური ტრანსფერი შეაფასა.

"დიარა? ამ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ, მაგრამ ახლა "პსჟ-ს" შემადგენლობით სრულიად კმაყოფილი ვარ. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ამ პოზიციაზე თამაში ლო სელსოსაც შეუძლია.

ჩემი აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადაწყვეტილებას ანტერო ენრიკე მიიღებს და ამის თაობაზე უკეთ საუბარი სწორედ მას შეუძლია", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ 32 წლის გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი იანვრის ბოლომდე პარიზულ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები