ჩინეთში ობამეიანგის ტრანსფერი გამორიცხეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩინეთში ობამეიანგის ტრანსფერი გამორიცხეს


ჩინეთში ობამეიანგის ტრანსფერი გამორიცხეს

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, კარიერას ჩინეთში არ გააგრძელებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულ კლუბს ჩინური "გუანჟოუ ევერგრანდი" მოელაპარაკა და 28 წლის გაბონელს 72 მილიონ ევროდ შეიძინეს.

თუმცა საერთაშორისო გამოცემა "Goal.com" იტყობინება, რომ ჩინური კლუბის ხელმძღვანელობამ ობამეიანგის შესაძლო ტრანსფერი კატეგორიულად გამორიცხა.

პიერ-ემერიკი გერმანულ კლუბში უკმაყოფილოა და სურს, რომ "ბორუსია" უკვე ზამთარში დატოვოს.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია ობამეიანგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები