დორტმუნდის დირექტორი: "როისის მომავალი ჩვენს ხელში არაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დორტმუნდის დირექტორი: "როისის მომავალი ჩვენს ხელში არაა"


დორტმუნდის დირექტორი:

ჯერ კიდევ უცნობია, რას გადაწყვეტს გერმანელი ფეხბურთელი მარკო როისი და დატოვებს თუ არა ის "დორტმუნდს."

ყვითლების ერთ-ერთ ლიდერზე კომენტარი გუნდის სპორტულმა დირექტორმა მაიკლ ცორკმა გააკეთა.

"როისი იმ ასაკშია, რომ სურს, კარიერაში წარმატებებს მიაღწიოს და ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. 

მისი მომავალი ჩვენს ხელში არაა. მან კარგად იცის, რომ დორტმუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და იმედია, დარჩება", - აცხადებს ცორკი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, მარკო როისს ტრავმების გამო "დორტმუნდში" თამაში თითქმის არ უწევს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები