სალაჰი რეალში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სალაჰი რეალში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა


სალაჰი რეალში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

"ლივერპულის" თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი, ესპანურ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ჭორებს გამოეხმაურა.

"დიახ, ამ ბოლო პერიოდში ბევრი ჭორი წავიკითხე და გავიგე, მაგრამ ეს ჩემზე გავლენას საერთოდ არ ახდენს.

ახლა "ლივერპულში" თავს კარგად ვგრძნობ და ბევრს ვვარჯიშობ. მე ამ კლუბს ვეკუთვნი და "ენფილდზე" ბედნიერი ვარ. მოდი მომეცით მშვიდი ცხოვრების საშუალება", - განაცხადა 25 წლის ეგვიპტელმა.

ბოლო დღეებში იწერება, რომ მოჰამედ სალაჰს მადრიდის "რეალი" უმიზნებს, რომელიც ეგვიპტელის გადაბირებას 2018 წლის ზაფხულში ეცდება.

მიმდინარე სეზონში სალაჰი ფენომენალურად გამოიყურება - ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 თამაშში ეგვიპტელმა 23 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები