ლესტერმა დიაბატე დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლესტერმა დიაბატე დაიმატა


ლესტერმა დიაბატე დაიმატა

"ლესტერ სიტიმ" საფრანგეთის მეორე ლიგის კლუბი "გაზელეკ აიაჩოს" ნახევარმცველი, ფუსეინ დიაბატე, შეიძინა.

ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-საიტის ინფორმაციით, 22 წლის მალელმა მოთამაშემ "მელიებთან" 4,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი უცნობია.

მიმდინარე სეზონში დიაბატემ "აიაჩოს" შემადგენლობაში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 ბურთი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები