კაკაბაძე დისკვალიფიცირებულია, პაპუნაშვილმა მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაკაბაძე დისკვალიფიცირებულია, პაპუნაშვილმა მოიგო


კაკაბაძე დისკვალიფიცირებულია, პაპუნაშვილმა მოიგო

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 22-ე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს.

ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკს" ალმერიაში რთული გასვლა ჰქონდა. ნასტიკელები წაგებას ბოლო წამზე გადარჩნენ. 1:1 იყო, როდესაც სტუმარი გუნდის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, თუმცა "ალმერიამ" ვერ გამოიყენა.

ეს დაძაბული შეხვედრა "ხიმნასტიკის" ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა "სარაგოსამ." მათ შინ "ტენერიფე" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

"სარაგოსას" შემტევი გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში იყო შეყვანილი, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა მისი გამოყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები