Goal.Ge

"როცა რეალმა გიყიდა, ამბობდნენ, რომ მხოლოდ სახელი ხარ, რათა მაისურები გაეყიდათ", - რონალდუს დის ღია წერილი ძმას



"რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დამ, მომღერალმა, კატია ავეირომ სოციალურ ქსელში ძმას ღია წერილით მიმართა და მხარი დაუჭირა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდელთა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფორვარდის აგენტს, ჟორჟე მენდეშს თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის მოძებნისკენ მიუთითა.

დღეს, 17 იანვარს, თავად რონალდუმ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ კლუბმა, მიუხედავად მისთვის მიცემული პირობისა, 2016/17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა. 32 წლის პორტუგალიელს მადრიდელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

კატია ავეიროს ღია წერილი სრულად:

ეს ის არის, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა, კრიშტიანუ.
როცა 12 წლის ასაკში ლისაბონში ჩახვედი, ცრემლებითა და იმედით სავსე, თქვეს, რომ უბრალოდ მადეირადან მორიგი, ჩვეულებრივი, რიგითი ბავშვი იყავი. ხუთ წელიწადზე ნაკლები ხნით, "სპორტინგის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქეცი.
როცა "სასტარტოში" პირველ თამაშებს ატარებდი, ამბობდნენ, რომ მორიგი ტექნიკური ეგოისტი იყავი. რამდენიმე თვეში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადახვედი.
როცა ინგლისში ჩახვედი, ამბობდნენ, რომ მხოლოდ პერსპექტიული იყავი. ექვს სეზონში 118 გოლი გაიტანე.
როცა "რეალმა" გიყიდა, ამბობდნენ, რომ უბრალოდ სახელი ხარ, რათა მაისურები გაეყიდათ. 2009 წლიდან მოყოლებული 418 მატჩში 422 გოლი გაიტანე და კლუბის პრაქტიკულად ყველა რეკორდი დაამხე.
როცა 2008 წელს პირველი "ოქროს ბურთი" დაისაკუთრე, ამბობდნენ, რომ ამით დასრულდა. თუმცა, კიდევ ოთხი მოიგე.
როცა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი გახდი, ამბობდნენ, რომ უბრალოდ მორიგი კაპიტანი იყავი, ქარიზმისა და ლიდერის სულის გარეშე. 2016 წელს გახდი პირველი პორტუგალიელი, რომელმაც თავს ზემოთ ევროპის ჩემპიონატის თასი ასწია.
ახლა, როცა ვერ იტან, როგორც უცხოპლანეტელი, ორ ან სამ მატჩში, ამბობენ, რომ მორიგი ფეხბურთელი ხარ, რომელსაც ჩავარდნა აქვს და თითქმის კარიერა დაასრულა. არ იღელვო. როცა ეიფელის კოშკის მწვერვალზე ჯილდოსთან ერთად იღიმი ან მორიგი გადამწყვეტი გოლი გაგაქვს ან მორიგ რეკორდს ამხობ, მათ აიძულებ ყურადღებით გადევნონ თვალყური. და, რა თქმა უნდა, აპლოდისმენტებით დაგაჯილდოვონ.
ცუდი ხალხი. ეს ყველაფერია, რაც მათ აქვთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ეროვნული ლიგა - 29-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერმა "საბურთალომ" "კოლხეთს" სძლია, "დინამო თბილისმა" კი "ლოკომოტივთან" ქულები დაკარგა.

დღეს, 17:02

რეალის 10 მწვრთნელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც კრახი განიცადა

მადრიდის "რეალი" ბევრი მწვრთნელისთვის ქცეულა ერთგვარ კარიერის სასაფლაოდ.

დღეს, 16:22

ლოპეტეგი: "თუ დაჩაგრული მწვრთნელის ხილვა გსურთ, მე ნუ მიყურებთ"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, მის გარეშემო არსებული ვითარება შეაფასა.

დღეს, 15:36

ისკო - რონალდუზე: "ვერ ვიტირებთ იმის გამო, ვისაც გუნდში ყოფნა არ სურდა"

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, ისკომ, გუნდის ამჟამინდელ ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:27

რეალი სულ მალე ლოპეტეგის გაათავისუფლებს. კონტე - იდეალური შემცვლელია, მაგრამ, არის ნიუანსებიც

იტალიელი "რეალს" ჯერ მოაწესრიგებს, შემდეგ კი, გაძლიერებას მოითხოვს.

დღეს, 15:08

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში გამოარჩიეს

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავი "გენტშიც" გამოიჩინა და გოლი გაიტანა.

დღეს, 15:05

ელ კლასიკო რონალდუს გარეშე და რევანშის შანსი ინტერზე - ყველაფერი ის, რასაც მესი გამოტოვებს

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს - ლიონელ მესიც ადამიანია, მეტიც, არგენტინელი ტრავმასაც კი იღებს.

დღეს, 14:46

მოურინიომ იუნაიტედში შიდა გამოძიება წამოიწყო - რას იძიებს პორტუგალიელი?

"ჩელსისთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე, ინტერნეტში "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო თერთმეტეული გავრცელდა.

დღეს, 13:51

ბართომეუ: "ნეიმარი გუნდიდან თავად წავიდა და აქ ვეღარ დაბრუნდება"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, "პსჟ-ს" ფორვარდის, ნეიმარის, გუნდში შესაძლო დაბრუნებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 13:45

"ფლოიდი 70 პროცენტით დარწმუნებულია, რომ ხაბიბთან ბრძოლა შედგება" - ტაირონ ვუდლი

UFC-ს ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონის და ფლოიდ მეივეზერის მეგობრის, ტაირონ ვუდლის, თქმით, ფლოიდისა და ხაბიბის ბრძოლა, შესაძლოა, მართლაც შედგეს.

დღეს, 12:53

ნურმაგომედოვის მენეჯერი: "ფერგიუსონი? ხაბიბს ხმაურიანი დაპირისპირება სჭირდება, რომ ბევრი ფული გამოიმუშავოს"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა, აღნიშნა, რომ მისი მებრძოლის შემდეგი მეტოქე, ტონი ფერგიუსონი არ უნდა იყოს.

დღეს, 12:42

ჰუტი: "კლასიკოს არ ვუყურებ, ეს მატჩი კი არა, ნეხვია, რომელშიც, 20 ფეხბურთელი მუდამ მსაჯს დასტრიალებს"

"ლესტერის" და "ჩელსის" ყოფილმა მცველმა, რობერტ ჰუტმა, სიმულაციის მოყვარული ფეხბურთელები გააკრიტიკა.

დღეს, 12:27

რეალი ზამთარში იბრაჰიმოვიჩს დაიმატებს?!

ლეგენდარული შვედი ფორვარდი, შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს.

დღეს, 12:07

უილშირი: "დავრჩებოდი თუ არა არსენალში, გუნდიდან ვენგერი რომ არ წასულიყო?"

"ვესტ ჰემ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი ლონდონის "არსენალში" გაატარა, ისაუბრა მიზეზებზე, რომლის გამოც, "მეთოფეების" დატოვება მოუწია.

დღეს, 11:40

რუნი აშშ-ში დაფრინავს - ინგლისელმა თავის გუნდს დუბლით მოაგებინა [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, უეინ რუნიმ, რომელიც ამჟამად მლს-ში, "დი-სი იუნაიტედის" ღირსებას იცავს, "ნიუ-იორკ სიტისთან" შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს მოაგებინა (3:1).

დღეს, 11:20

სარი: "ჩელსის გულშემატკივრებმა მოურინიოს პატივი უნდა სცენ!"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ დამრიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

დღეს, 11:08

გულშემატკივართა აზრით, რეალის კრიზისი ლოპეტეგის ბრალი არ არის - ვის ადანაშაულებენ ქომაგები?

გულშემატკივარტა აზრით, მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი კრიზისი, ხულენ ლოპეტეგის ბრალი სულაც არ არის.

დღეს, 11:02

მარსელოს მოთხოვნა რეალს: "იანვარშივე გამიშვით იუვენტუსში!"

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Tuttosport, იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანმა, მარსელომ, გუნდს კატეგორიული მოთხოვნით მიმართა.

დღეს, 10:51

შედგება დიდი დაბრუნება? რეალს ლოპეტეგის ჩანაცვლება მოურინიოთი სურს!

ესპანური გამოცემა El Chiringuito-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ხულენ ლოპეტეგის კლასიკომდე გაათავისუფლებს და მის ნაცვლად ჟოზე მოურინიოს დანიშვნა სურს.

დღეს, 10:44

NBA. უესტბრუკი დაბრუნდა, ჰიუსტონი და გოლდენ სტეიტი მოულოდნელად დამარცხდნენ [VIDEO]

ღამით NBA-ს 2018/19 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში 4 შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 10:36

6 შეხვედრა, რომელსაც მესი გამოტოვებს

ლა ლიგის გასული ტურის მატჩში "ბარსელონამ" "სევილია" დაამარცხა, სადაც ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო.

დღეს, 03:16

როგორი იყო ბარსელონასა და რეალის 11-ეულები, როცა არც მესი და არც რონალდუ არ იყო ელ კლასიკოში?

"სევილიასთან" მატჩში ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და ის მომდევნო ელ კლასიკოს ტოვებს.

დღეს, 03:11

სიტი 70 მილიონი - ვინ რამდენი მიიღო აკადემიის ფეხბურთელების გაყიდვისგან?

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail პრემიერ ლიგის 6-ეულის სტატისტიკას აქვეყნებს.

დღეს, 03:03

როცა ბარსელონამ ინტერი მესის გარეშე დაამარცხა - გვარდიოლა, მოურინიო, იბრაჰიმოვიჩი და ელ კლასიკო

"სევილიასთან" მატჩში "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და ის 3 კვირით იუქმებს.

დღეს, 03:02

როგორი იქნება ბარსელონას 11-ეული ელ კლასიკოში, მესის გარეშე?

მომდევნო კვირას, ლა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:02

ტოტენჰემმა მანჩესტერს გადაასწრო და ვალი 500 მილიონამდე გაზარდა

წელიწადზე მეტია "ტოტენჰემი" ახალი სტადიონის გახსნის მოლოდინშია, თუმცა მშენებლობა გაიწელა.

დღეს, 02:54

საუდის პრინცმა შეთავაზება გაზარდა? - 4 მილიარდი მანჩესტერის სანაცვლოდ

ბრიტანული პრესა წერს, რომ საუდის პრინცმა "მანჩესტერის" მფლობელებს ახალი წინადადება შესთავაზა.

დღეს, 02:50

კადრები, სადაც ჩანს, რომ რონდომ კრის პოლს შეაფურთხა [VIDEO]

"ჰიუსტონისა" და "ლეიკერსის" შეხვედრის მიმდინარეობის დროს, პარკეტზე არეულობა იყო.

დღეს, 02:47

გულიტი: "ვილიანი და აზარი მორატას არ ენდობიან"

ჰოლანდიელმა ლეგენდამ რუდ გულიტმა ლონდონის "ჩელსის" სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 02:45

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები