ქართველი ლეგიონერების იდეალური უიქენდი [ყველა გოლი და საგოლე გადაცემა] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ქართველი ლეგიონერების იდეალური უიქენდი [ყველა გოლი და საგოლე გადაცემა]



თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს შაბათ-კვირა ქართველი ლეგიონერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი გამოდგა მიმდინარე სეზონში.

უცხოეთში წასულმა ქართველებმა თავი გამოიჩინეს - ჯამში 5 გოლი გაიტანეს და 2 საგოლე გადაცემა შეასრულეს.

დავით სხირტლაძის "სილკენბორგმა" "ოლბორგი" 3:2 დაამარცხა. "სილკენბორგის" ქართველმა თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ გოლი მე-8 წუთზე გაიტანა. დანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სხირტლაძის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე პასია.

"სან ხოსემ" ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. პირველი ამხანაგური მატჩი მათ "რენო 1868"-სთან გამართეს და 4:0 გაანადგურეს. "სან ხოსეს" რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ვაკო ყაზაიშვილი. ქართველი შემტევი ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საგოლე პასიც მიითვალა.

კარგი მატჩი ჩაატარა გურამ კაშიამ. არნემის "ვიტესის" კაპიტანმა ამჯერად გოლი გაიტანა. ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონის კარში გატანილი გოლი კაშიამ ემოციურად აღ​ნიშნა - "ვიტესმა" "ფეინოორდს" 3:1 მოუგო.

გიორგი ჭანტურიას გოლი რომ ამ კვირის საუკეთესო იყო, ლაპარაკიც არ უნდა. მითუმეტეს, ქართველმა შემტევმა შედევრი მაშინ შემოგვთავაზა, როცა "ურალისა" და "ტიენემის" მატჩში ანგარიში 2:2 იყო. საბოლოოდ, "ურალმა" ჭანტურიას გოლით 3:2 იმარჯვა.

პოლონური "ტერმალიკა" "კორონასთან" 0:3 განადგურდა. "კორონას" ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა. ამას გარდა, მას 3 საგოლე გადაცემაც აქვს გაკეთებული.

გიორგი მერებაშვილის "ვისლამ" ""გურნიკი" 4:2 დაამარცხა. მერებაშვილმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა. წელს მის ანგარიშზე 5 საგოლე პასი და 3 გოლია.

პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონში "ბენფიკა ბ" "ვიზეუს" შეხვდა და 5:2 წააგო. "ვიზეუს" ქართველმა ფეხბურთელმა ავთო ებრალიძემ დუბლი გაიფორმა.

შენიშვნა* სტატიაში მოცემული ყველა გოლისა და საგოლე გადაცემის ხილვა ზემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები