აზარი ლამპარდს და დროგბას უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აზარი ლამპარდს და დროგბას უახლოვდება


აზარი ლამპარდს და დროგბას უახლოვდება

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა და "ვესტ ბრომვიჩს" 2 გოლი გაუტანა.

აზარს "ჩელსიში" საოცარი შედეგი აქვს დაფიქსირებული. მას შემდეგ, რაც ის ამ გუნდის ფეხბურთელია, არისტოკრატთა 104 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული.

აზარის ანგარიშზე 67 გოლი და 37 საგოლე პასია, იგულისხმება მხოლოდ პრემიერ ლიგა.

ამ მაჩვენებლით კი ის ნელ-ნელა "ჩელსის" ლეგენდებს - ფრენკ ლამპარდსა და დიდიე დროგბას უახლოვდება.

დროგბას ლონდონური კლუბის 159 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული, ლამპარდს კი 237 გოლში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები