ესპანეთის პრემიერ მინისტრი ნეიმარის რეალში ტრანსფერის წინააღმდეგია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ესპანეთის პრემიერ მინისტრი ნეიმარის რეალში ტრანსფერის წინააღმდეგია


ესპანეთის პრემიერ მინისტრი ნეიმარის რეალში ტრანსფერის წინააღმდეგია

ესპანეთის პრემიერ მინისტრის, მარიანო რახოის აზრით, "რეალს" "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი არ სჭირდება.

რახოის თქმით, გუნდის ამჟამინდელ ფორვარდებს, კრიშტიანუ რონალდუს, კარიმ ბენზემასა და გარეტ ბეილს თავიანთი ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამთ.

"არ ვიცი, სჭირდება თუ არა "რეალს" ნეიმარის შეძენა", - ციტირებს რახოის სიტყვებს AS.

"ახლო წარსულში რონალდუ, ბენზემა და ბეილი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელებად მიიჩნეოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ კი უკვე მათში ეჭვი ეპარებათ".

"მე პირადად მათი მჯერა. სამომავლო პერსპექტივები უნდა შევაფასოთ. არ მინდა, რომ ნეიმარი "რეალში" გადავიდეს", - დასძინა ესპანეთის პრემიერ მინისტრმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები