ნეიმარი: "გასულ წელს ბარსელონასთან ერთად უფრო ცუდ სიტუაციაში ვიყავი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი: "გასულ წელს ბარსელონასთან ერთად უფრო ცუდ სიტუაციაში ვიყავი"


ნეიმარი:

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (1:3) პირველი 1/8 ფინალური მატჩის წაგების შემდეგ განცხადება გააკეთა.

25 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მიიჩნევს, რომ პარიზელებს შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსები ჯერ კიდევ აქვთ.

"ეს რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია", - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს L'Equipe.

"გასულ წელს "ბარსელონასთან" ერთად უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიყავი და შემდგომ ეტაპზე გასვლა შევძელით (კატალონიელები "პსჟ"-სთან სტუმრად 0:4 დამარცხდნენ, საკუთარ მინდორზე კი 6:1 იმარჯვეს). იმედი მაქვს, ამ წელს "პსჟ"-სთან ერთადაც მოვახერხებ ამის გაკეთებას".

"რეალთან" მატჩი ცუდი არ ყოფილა, მაგრამ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, თუ მადრიდის გაგდება გვსურს", - დასძინა ბრაზილიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები