ტერ შტეგენი: "ნეიმარის წასვლამ ბარსელონა უფრო ძლიერი გახადა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტერ შტეგენი: "ნეიმარის წასვლამ ბარსელონა უფრო ძლიერი გახადა"


ტერ შტეგენი:

კატალონიის "ბარსელონას" გერმანელი მეკარე ანდრე ტერ შტეგენი თვლის, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ "ბარსელონა" უფრო ძლიერი გახდა.

"ნეიმარი ინდივიდუალურად საოცარი მოთამაშე იყო და შეეძლო, რომ შეტევაში უბადლოდ ეთამაშა, რაც ბარსელონასთვის მნიშვნელოვანი იყო.

თუმცა მისი წასვლის შემდეგ, ბარსელონა გუნდურად უფრო ძლიერი გახდა, რადგან ყველა მიხვდა, რომ ტიტულების მოსაგებად, ერთად დგომაა საჭირო და ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

რაც შეეხება კოუტინიოს, ის კარგი ფეხბურთელია და წინა მატჩებში ცუდად არ ითამაშა. ჩვენ ვცდილობთ ვაგრძნობინოთ, რომ ის უკვე ჩვენი გუნდი უცვლელი წევრია", - აცხადებს ტერ შტეგენი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები