რეალი ჩელსის წარმოუდგენელ წინადადებას სთავაზობს - დეტალები ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი ჩელსის წარმოუდგენელ წინადადებას სთავაზობს - დეტალები ცნობილია


რეალი ჩელსის წარმოუდგენელ წინადადებას სთავაზობს - დეტალები ცნობილია

„რეალი“ „ჩელსის“ თავდამსხმელის, ედენ აზარის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Goal.com.

ზემოთაღნიშნული პორტალის თანახმად, მადრიდელები მზად არიან 27 წლის ბელგიელში 113 მილიონი ევრო გადაიხადონ და გარდა ამისა, ფორვარდი, გარეტ ბეილიც დათმონ.

აქამდე, თავად აზარმა არ გამორიცხა „სამეფო კლუბში“ გადასვლის შესაძლებლობა.

ბელგიელს „არისტოკრატებთან“ მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 100 მილიონ ევროს შეადგენს (transfermarkt.de-ს ვერსიით).

ამ სეზონში ლონდონელთა ფორვარდმა 35 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

რაც შეეხება ბეილს, გარეტს „რეალთან“ 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება. მისი სატრანსფერი ფასი 75 მილიონი ევროა.

2017/18 წლების სეზონში 28 წლის უელსელმა 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9 ბურთი შეაგდო და 4 ასისტიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები