მორიგი მოგებული მატჩის შემდეგ გატუზო კომენტარს აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მორიგი მოგებული მატჩის შემდეგ გატუზო კომენტარს აკეთებს


მორიგი მოგებული მატჩის შემდეგ გატუზო კომენტარს აკეთებს

ბოლო პერიოდში, "მილანი" საოცარ ფორმაშია. სერია ა-ს გასულ ტურში როსონერიმ "სამპდორიას" 1:0 მოუგო და ბოლო 5 მატჩიდან მე-4 შეხვედრა მოიგო.

მილანელთა წარმატებულ თამაშს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გამოეხმაურა.

"მილანის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები აკეთებენ ყველაფერს, რასაც მწვრთნელი ეუბნება და შედეგიც სახეზეა.

ამ გუნდში მუშაობას იმიტომ დავთანხმდი, რომ ჩემი სახლია. მილანის მაისურით 14 წელი ვთამაშობდი, ახლა კი აქ ვმუშაობ და ბედნიერი ვარ.

ხვალ უკვე ახალი დღ​ე იწყება, შესაბამისად მომდევნო შეხვედრაზე და მორიგ წარმატებულ თამაშზე უნდა ვიფიქროთ", - აცხადებს გატუზო.

მილანი - სამპდორია 1:0

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები