სერხიო რამოსი ლა ლიგის რეკორდსმენი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სერხიო რამოსი ლა ლიგის რეკორდსმენი გახდა


სერხიო რამოსი ლა ლიგის რეკორდსმენი გახდა

მოგეხსენებათ, გუშინ, ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ეგიდით, "რეალმა" სტუმრად "ბეტისი" ანგარიშით 5:3 დაამარცხა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მადრიდელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ლა ლიგაში თავისი 162-ე ყვითელი ბარათი მიიღო.

გაფრთხილებების რაოდენობით "სამეფო კლუბის" დაცვის ხაზის ლიდერმა "ხიმნასტიკის" ექს-ფეხბურთელს, ალბერტო ლოპოს გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქამდე, რამოსი წითელი ბარათების ოდენობითაც გახდა ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები