იგუაინი ერთ კვირას იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იგუაინი ერთ კვირას იუქმებს


იგუაინი ერთ კვირას იუქმებს

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი სერია ა-ს 25-ე ტურში "ტორინოსთან" (1:0) მიღებული ტრავმის გამო ერთ კვირას გამოტოვებს, იტყობინება Football Italia.

რაც შეეხება ფედერიკო ბერნარდესკის, რომელიც ასევე ტურინულ დერბიში დაშავდა, ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის შეძლებს იგი დაბრუნებას.

შეგახსენებთ, იგუაინმა მარცხენა ფეხის კოჭი დაიზიანა და მე-15 წუთზე სწორედ ბერნარდესკიმ შეცვალა. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, მოედანი 90-ე წუთზე დატოვა, მუხლქვეშა მყესის ტრავმის გამო.

ამ სეზონში იგუაინმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი შეაგდო. ბერნარდესკიმ 26 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები