რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი


რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

"ბარსელონა"-"ჩელსის" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უკვე ევროპული ფეხბურთის კლასიკად იქცა. მატჩები როგორც წესი სავსეა დაძაბულობით, ლამაზი გოლებითა და სკანდალური ეპიზოდებით. ძალიან მალე ისინი კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და შესაძლოა მორიგ თრილერსაც შემოგვთავაზებენ.

1/8 ფინალის ცენტრალური თამაშის წინ, დავბრუნდეთ წარსულში, 13 წლით უკან და გავიხსენოთ შეხვედრა, რომელმაც დასაბამი დაუდო "ბარსელონა"-"ჩელსის" ე.წ. "მტრობას" საფეხბურთო მოედანზე.

რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

2004-2005 სეზონის წინ, ლონდონური კლუბი ჩაიბარა ჟოზე მოურინიომ, რომელმაც ცოტა ხნით ადრე სენსაცია მოახდინა და "პორტოს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. სწორედ ამ მომენტიდან იწყება "არისტოკრატთა" აღზევება.

პორტუგალიელი თავკაცი მალევე შეუდგა ტოპ-კლუბის შენებას. რომან აბრამოვიჩის უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობების დახმარებით "სტემფორდ ბრიჯზე" გადმოყვანილი იქნა დიდიე დროგბა, პეტრ ჩეხი, არიენ რობენი, რიკარდო კარვალიო, მატეა კეჟმანი და სხვები. "ჩელსიმ" ჯამში 147 მილიონი ფუნტი დახარჯა.

რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

ცვლილებების გარეშე არც "ბარსელონაში" ჩაუვლია ზაფხულს. კლუბში მოვიდა ახალგაზრდა და ენერგიული პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანკ რაიკაარდი დანიშნა.

ჰოლანდიელმა წარმატებით მოახდინა გუნდში თაობათა ცვლა. "ბლაუგრანა" დატოვეს პატრიკ კლუივერტმა, ლუის ენრიკემ, ფილიპ კოკუმ, ფრანკ დე ბურმა, ხავიერ სავიოლამ და სხვებმა. მათ ნაცვლად კი მოვიდნენ მოთამაშეები, რომლებმაც მოგვიანებით დასაბამი დაუდეს "ბარსას" საფირმო სტილს.

რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

"კამპ ნოუზე" გადმობარგდნენ განვლილი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირები, დეკუ "პორტოდან", და ლუდოვიკ ჟიული "მონაკოდან". მათ გარდა, გუნდი შეივსო ახალი გოლეადორებით, სამუელ ეტოოსა და ჰენრიკ ლარსონის სახით. აგრეთვე მოვიდნენ 2002 წლის მუნდიალის ბრაზილიელი ტრიუმფატორები, ჟულიანო ბელეტი და ედმილსონი.

როგორ შეიძლება, რომ ვისაუბროთ რაიკაარდის "ბარსელონაზე" და არ ვახსენოთ ის, ვინც იმ დროინდელი "ბლაუგრანას" ტრიუმფის მთავარი შემმოქმედი იყო. რა თქმა უნდა, ეს მოთამაშე რონალდინიოა. სწორედ "ჩელსისთან" დაპირისპირებაში ჩაიწერა ბრაზილიელმა ჯადოქარმა თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ფურცელი.

რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

ორივე გუნდი თავის შიდა ჩემპიონატში მთელი სეზონის მანძილზე დომინირებდა. "ბარსა" და "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტებადაც მოიაზრებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, კენჭისყრამ ისინი ადრეულ სტადიაზევე დააჯახა ერთმანეთს.

პირველი მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1. ბელეტის ავტო-გოლს "ბარსამ" მეორე ტაიმში ორი ბურთით უპასუხა. სწორედ ის შეხვედრა გამოდგა მაქსი ლოპესის კარიერის ალბათ ერთადერთი მომენტი, როდესაც ყურადღების ცენტრში იყო მისი თამაში და არა ცოლი.

რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიო ცეცხლს აფრქვევდა. პორტუგალიელმა თავკაცმა ფრანკ რაიკაარდსა და მსაჯს ანდერს ფრისკს შეთქმულებაში დასდო ბრალი. დღეს უკვე ალბათ ყველა მიჩვეულია ჟოზეს ხმამაღალ განცხადებებს, თუმცა იმ დროს მოურინიოს პროვოკაციები ჯერ კიდევ სიახლე იყო.

საპასუხო შეხვედრისთვის "ჩელსი" ისე ემზადებოდა, როგორც ომისთვის. მოურინიო არც კი განიხილავდა მარცხს და სწორედ ამიტომ მან გააკეთა ის, რასაც დღეს მხოლოდ იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში ასრულებს - ჟოზემ შემტევი ფეხბურთი შესთავაზა მეტოქეს.

რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

თამამმა ქმედებამ შედეგი გამოიღო, 19-ე წუთისთვის "ლურჯები" 3:0-ს ანადგურებდნენ კატალონიელებს. გუდიონსენმა, ლამპარდმა და დაფმა თითქოს მოკლეს ინტრიგა, მაგრამ შემდეგ დაიწყო ბრაზილიური მაგია.

რონალდინიომ ჯერ პენალტი შეასრულა ზუსტად, რითაც "ბარსას" გულშემატკივრებს იმედი გაუცოცხლა. 38-ე წუთზე კი "ბლაუგრანას" ათიანმა შეაგდო სწორედ ის ლეგენდარული და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი. 3:2, ანგარიში, რომელიც უკვე კატალონიელებს აწყობდათ.

რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

მეორე ტაიმში "ბარსელონამ" განაგრძო დომინირება, "ჩელსიმ" კი ხელსაყრელი მომენტის დაჭერის რეჟიმში გადაინაცვლა. 76-ე წუთზე "ბლაუგრანას" კარში დაინიშნა კუთხური, რომელსაც ჯონ ტერის ეფექტური თავური დარტყმა მოჰყვა.

გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა, მაგრამ იყო ერთი უზუსტობა. ნათლად ჩანდა, რომ დარტყმის მომენტში რიკარდო კარვალიო ხელით იჭერდა ვიქტორ ვალდესს. წესების აშკარა დარღვევა ვერ დაინახა ლეგენდარულმა პიერლუიჯი კოლინამ. დიახ, კარიერაში ერთხელ გენიალური იტალიელიც შეცდა.

ჩელსი 4:2 ბარსელონა - ყველა გოლი


რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

განრისხებული კატალონიელები მსაჯთან მიცვივდნენ, თუმცა კოლინა შეუდრეკელი იყო და ტერის გოლი ჩაითვალა. მოურინიომ კბილებით გამოგლიჯა რაიკაარდს გამარჯვება და ამავდროულად პორტუგალიელმა პერსონალურად რონალდინიოს ჩაუშხამა ზეიმი.

"დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გამოდგა. ჩემს ფეხბურთელებს ბოლო წუთამდე სჯეროდათ გამარჯვების," - მოურინიო.

"სასაცილო იქნება თუ "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. გამარჯვების გოლი მათ მსაჯმა აჩუქა," - ეტო'ო.

რონალდინიოს შედევრი და კოლინას შეცდომა - გავიხსენოთ ჩელსი-ბარსელონას ლეგენდარული დუელი

იმ დუელის შემდეგ, "ბარსამ" ლა ლიგაზე მოახდინა კონცენტრირება, რომელიც ტრიუმფით მოიგო. "ჩელსიმ" კი 1/2 ფინალამდე მიაღწია, სადაც დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან - "ლივერპულთან".

ერთ წელში პრინციპული მეტოქეები კვლავ შევხდნენ ერთმანეთს. "ბლაუგრანამ" მოახერხა რევანშის აღება, ისევ და ისევ რონალდინიოს ჯადოქრობის წყალობით. იმის შემდეგ, ამ ორი გუნდის გზები არაერთხელ გადაყრილა, ხვალ კი ისტორია კიდევ ერთხელ განახლდება.

გავიხსენოთ რონალდინიოს გოლი ჩელსისთან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები