აზარმა ბარსასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აზარმა ბარსასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა


აზარმა ბარსასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" გასამართი პირველი 1/8 ფინალური მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

"არისტოკრატთა" ბელგიელ ლიდერს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი თავის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს. ედენის თქმით, ლონდონელებმა ერთსულოვნად უნდა იმოქმედონ.

"ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი რთულია, რადგან ევროპის უძლიერესი გუნდები არიან შენი მოწინააღმდეგეები". ამ სეზონში "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. იმედი მაქვს, "ჩელსი" შინ და სტუმრად თავის საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს", - ციტირებს აზარის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

"თავი ერთსულოვნად უნდა დავიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში "ბარსელონასთან" პრობლემები გველოდება. გყვავს ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთთან ერთად თამაში უყვართ. გატანა უნდა ვცადოთ. კარგია, როცა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებს გადარებენ - მესისა და რონალდუს. მე სხვა ვარ, სრულიად სხვა. სხვადასხვა ჩემპიონატებში ვთამაშობთ".

"ჩემი სამუშაოს შესრულებას, მათ დონეზე ასვლას ვცდილობ, რადგან ისინი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. თითოეულ სეზონში ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. თუ გინდა მსოფლიოში საუკეთესო იყო, მაშინ ეს ტოპ-მატჩებში უნდა დაამტკიცო. მოდით, ვცადოთ".

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ ახლა დავბრუნდით. უკვე მქონდა რამდენიმე კარგი შეხვედრა. მაგალითად, სტუმრად "ატლეტიკოსთან", შემდეგ კი შინაურ კედლებში".

"როცა საუკეთესოებს ებრძვი, გინდა მათ ფონზე გაიბრწყინო. თუ ამ დონეზე ასვლა მინდა, მაშინ კარგი მატჩი უნდა ჩავატარო".

"ვიცით, რომ "ჩელსის" დამარცხება რთულია. თავს კომფორტულად ვგრძნობთ. პირველ მატჩს შინ ვატარებთ და მთელ ძალებს დავხარჯავთ".

"რა თქმა უნდა, "ბარსელონა" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. წარსულში "ჩელსისთან" მატჩებში პრობლემები ჰქონდა და ვიმედოვნებ, ეს ისტორია გამეორდება", - დასძინა ედენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები