VIDEO: ბატეფიმბი გომისმა მატჩის მიმდინარეობისას გონება დაკარგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: ბატეფიმბი გომისმა მატჩის მიმდინარეობისას გონება დაკარგა



"გალათასარაის" ფორვარდმა, ბატეფიმბი გომისმა თურქეთის ჩემპიონატში "ქასიმფაშასთან" გამართულ შეხვედრაში გონება დაკარგა.

მოედანზე სტამბულელთა შემტევის დასახმარებლად ექიმები უმალვე გამოჩნდნენ, მათი დახმარებით ფეხბურთელი წამოდგა და მატჩის ბოლომდე ჩამთავრება გადაწყვიტა.

32 წლის ფორვარდმა კარიერა "სენტ ეტიენში" დაიწყო, შემდეგ "ლიონის", "სუონსის" ღირსება დაიცვა, 2017 წელს კი თურქულ კლუბში გადავიდა.

მიმდინარე სეზონში გომისმა 20 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები