ცორკი: "შტიოგერმა საშინელი სიტუაციიდან გამოგვიყვანა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ცორკი: "შტიოგერმა საშინელი სიტუაციიდან გამოგვიყვანა"


ცორკი:

დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა, პიტერ შტიოგერის სამუშაო დადებითად შეაფასა.

"შტიოგერმა გუნდის თამაშის დაბალანსება მოახერხა. ის ეტაპობრივად პატარა, მაგრამ ეფექტურ ნაბიჯებს დგამდა.

პიტერმა საშინელი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვნა, მაგრამ აუცილებელია, რომ "ბორუსიას" თამაში კიდევ უფრო გაძლიერდეს", - აღნიშნა ავსტრიელმა სპეციალისტმა.

პიტერ შტიოგერმა დორტმუნდის "ბორუსია" გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა და მისი მოსვლის შემდეგ გუნდი ბუნდესლიგაში დაუმარცხებელია: 5 მოგება, 3 ფრე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები