ანჩელოტი: "მილანს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტი: "მილანს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა შეუძლია"


ანჩელოტი:

"მილანის" ყოფილმა თავკაცმა, ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ, ჯენარო გატუზოს სამუშაო ძალიან დადებითად შეაფასა.

"გატუზო ბევრს სწავლობდა და მუშაობდა, ახლა კი საკუთარ გუნდს ათამაშებს ფეხბურთს, რომელიც თავად მოსწონს. ის ნამდვილ ლიდერად მიმაჩნია. რინო გუნდის სულია და მოთამაშეები მზად არიან, რომ მის გამო ბოლომდე იბრძოლონ.

როგორც წესი, გუნდში კარგი ატმოსფეროს შესაქმნელად დიდი დროა საჭირო, მაგრამ გატუზომ ეს ერთ თვეში მოახერხა. თუ "მილანი" ასე გააგრძელებს, მაშინ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

თუმცა ახლა გუნდზე ზეწოლის მოხდენა არ ღირს, მოთამაშეებმა მხოლოდ თამაშის ხარისხზე უნდა იფიქრონ. გატუზო "მილანის" თავკაცის პოსტზე მხოლოდ ახლახანს დაინიშნა", - განაცხადა პაპა კარლომ.

25 ტურის შემდეგ "როსონერი" 41 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს და ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები