რონალდუ დღეს არ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუ დღეს არ ითამაშებს


რონალდუ დღეს არ ითამაშებს

2017 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო, "რეალმა" დეკემბერში ერთი შეხვედრა გამოტოვა.

ეს მატჩი დღეს ჩატარდება, სადაც "ლეგანესი" ზიდანის გუნდს შინ მიიღებს. დაპირისპირება თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

ცნობილია, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ არ ითამაშებს.

ზიდანმა ის განაცხადში არ შეიყვანა და იმით ახსნა, რომ კრიშტიანუ სეზონში 60-70 მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები