კიმიხი: "ბაიერნს გაუმართლა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კიმიხი: "ბაიერნს გაუმართლა"


კიმიხი:

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა, იოზუა კიმიხმა, "ბეშიქთაშთან" პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მის გუნდს გაუმართლა.

"ჩვენ წითელი ბარათის მხრივ გაგვიმართლა, მაგრამ პირველ ტაიმში არასაკმარისად კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს რამდენიმე მომენტის შექმნის უფლება მივეცით.

კარგია, რომ 3:0-ს შემდეგაც გავაგრძელეთ შეტევები და ბრწყინვალე შედეგი მოვიპოვეთ. ეს დამსახურებული გამარჯვებაა", - განაცხადა კიმიხმა.

"რეკორდმაისტერმა" თურქული კლუბი შინ 5:0 გაანადგურა, მაგრამ მეტოქე მე-20 წუთზე უმცირესობაში დარჩა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იოზუა კიმიხი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები