იუვენტუსმა ლიხშტაინერის შემცვლელს მიაგნო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსმა ლიხშტაინერის შემცვლელს მიაგნო


იუვენტუსმა ლიხშტაინერის შემცვლელს მიაგნო

"მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა მცველი, მატეო დარმიანი, დიდი ალბათობით ტურინის "იუვენტუსში" გადავა.

"ბებერი ქალბატონი" გამოცდილი შვეიცარიელი მცველის, სტეფან ლიხშტაინერის, შემცვლელს ეძებს და დარმიანი ნომერ პირველი ალტერნატივაა.

28 წლის იტალიელს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს და მისი სატრანსფერო ღირებულება შედარებით დაბალია.

მატეო დარმიანი ინგლისური გრანდის ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს და მისი კონტრაქტი 2019 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები