ინტერი იუვენტუსის მცველით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერი იუვენტუსის მცველით დაინტერესდა


ინტერი იუვენტუსის მცველით დაინტერესდა

ტურინის "იუვენტუსის" უნივერსალური განაპირა მცველი, კვადვო ასამოა, მილანის "ინტერის" ინტერესის ქვეშ მოექცა.

29 წლის გამოცდილი განელი მოთამაშის მოქმედი კონტრაქტი "ბებერ ქალბატონთან" სეზონის ბოლოს იწურება და ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნერაძური" მზად არის გამოიყენოს ასამოას უფასოდ დამატების შესაძლებლობა და ახლა თავად აფრიკელზეა დამოკიდებული დარჩება თუ არა იტალიაში.

კვადვო ასამოა ტურინული გრანდის ღირსებას 2012 წლიდან იცავს და პირველი ორი სეზონი გუნდის ძირითადი მოთამაშე იყო, მაგრამ 2016 წლის სექტემბერში მიღებული მძიმე ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა და ახლა მხოლოდ მეორეხარისხოვანი ფეხბურთელია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები