ჰაინკესი: "მოდუნება არ შეიძლება!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაინკესი: "მოდუნება არ შეიძლება!"


ჰაინკესი:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, ბერლინის "ჰერტასთან" თამაშის წინ საკუთარი გუნდი გაამხნევა.

"ვფიქრობ, მოთამაშეების ქულების აკრეფვა და ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული სერიის გაგრძელება სურთ.

საერთოდ არ ვღელავ და არ მეშინია, რომ მოთამაშეები კონცენტრაციას დაკარგავენ. "ჰერტა" აგრესიული გუნდია, რომელიც ბევრს იბრძვის და ორგანიზებულად მოქმედებს.

ასე, რომ მოდუნების დრო არ არის! ეს იოლი მატჩი არ იქნება", - აღნიშნა 72 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

"ბაიერნი" ბუნდესლიგას 59 ქულით ლიდერობს და უახლოეს კონკურენტ დორტმუნდის "ბორუსიას" 19 ქულით უსწრებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იუპ ჰაინკესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები