ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 250-ე მატჩი ჩაატარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 250-ე მატჩი ჩაატარა


ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 250-ე მატჩი ჩაატარა

ბერლინის "ჰერტასთან" დღევანდელი თამაში მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკისთვის საიუბილეო გამოდგა.

29 წლის პოლონელმა ფორვარდმა გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში თავისი 250-ე შეხვედრა ჩაატარა, აქედან 119 მიუნხენური გრანდის მაისურით, ხოლო დანარჩენი 131 - დორტმუნდის "ბორუსიას".

ამ 250 თამაშში ლევანდოვსკიმ 171 გოლი გაიტანა და ამდენ შეხვედრაში უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს აქვს დაფიქსრებული.

რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში იმყოფება და გოლების გატანის სიხშირით მხოლოდ მიულერს ჩამოუვარდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები