გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა


გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა

სიკვდილი - ყველაზე დიდი და სამწუხაროდ გარდაუვალი უბედურებაა. ალბათ ყველა ადამიანი ცდილობს მოუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას, თუმცა როდის დადგება საზარელი წუთი არავინ იცის.

შალვა აფხაზავასა და დავიდე ასტორის კარიერულად არაფერი აკავშირებდათ, მათ გვარებს აერთიანებს ტრაგიკული შემთხვევა - სიკვდილი ძილში. დიახ, ისინი ანალოგიურ ვითარებაში გარდაიცვალნენ. არც ქართველსა და არც იტალიელს, დილა აღარ გაუთენდათ.

გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა

როგორი იყო ფეხბურთელების მიერ გატარებული ბოლო საღამო სიკვდილამდე და რატომ გაჩერდა მათი გულები? ისინი ხომ სპორტსმენები იყვნენ და მუდამ იმყოფებოდნენ ექიმების ყურადღების ქვეშ. სამწუხაროდ, თანამედროვეობაში ჯერ კიდევ ხშირად ხდება ისე, რომ მედიცინა უძლურია.

ის, რისი მიღწევაც მოასწრეს

შალვა აფხაზავას მართლაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველბდნენ. ქობულეთელი ფეხბურთელი 2001 წელს საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. ბათუმის "დინამოში" გატარებული 5 სეზონის შემდეგ, აფხაზავათი დაინტერესდნენ უკრაინაში და 2002 წელს ის კიევის "არსენალის" ფეხბურთელი გახდა.

შალვა შევარდენივით შემოფრინდა უკრაინის ჩემპიონატში და პირველივე სეზონში ქართველი 17 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში გაერია. სამწუხაროდ, აფხაზავას კარიერამ დიდხანს არ გასტანა, მიზეზი კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა

დავიდე "მილანის" აღზრდილი იყო, პრიმავერაში ის ირჯებოდა პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და მატეო დარმიანთან ერთად. იმ დროინდელ "როსონერიში" მოხვედრა ახალგაზრდა მცველისთვის პრაქტიკულად არარეალური იყო. მისი კონკურენტები იყვნენ - მალდინი, ნესტა, კალაძე, ტიაგო სილვა.

სწორედ ამიტომ ასტორის კარიერაში დაიწყო იჯარები სერია ბ-ს კლუბებში. დავიდემ რაღაც პერიოდი "პიზიგეტონესა" და "კრემონეზეში" გაატარა, თუმცა 21 წლის ასაკში, ის უკვე სერია ა-ში აღზევდა "კალიარისთან" ერთად.

გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა

22 წლის ასაკში ასტორი სარდინიული გუნდის დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა. "მილანმა" მისი დაბრუნება მოინდომა. სამწუხაროდ ტრანსფერი არ შედგა, თუმცა მოგვიანებით, ასტორიმ მაინც დატოვა "კალიარი". დავიდემ ჯერ ერთი სეზონი "რომაში" გაატარა იჯარით, შემდეგ კი ფლორენციის "ფიორენტინას" შეუერთდა", სადაც სერია ა-ს ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან მცველად ჩამოყალიბდა.

გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა

მიმდინარე სეზონის დასაწყისში, იტალიელს ფლორენციული გუნდის კაპიტნის სამკლაურიც გადაეცა. ზამთარში აპენინურ პრესაში დაიწერა, რომ ასტორი კვლავ გაახანგრძლივებდა კონტრაქტს "იებთან" კარიერის ბოლომდე, შემდეგ კი კლუბის სტრუქტურაში დაიწყებდა მუშაობას. საზარელი შემთხვევა რომ არა, დავიდე სამუდამოდ გახდებოდა "ფიორეს" ლეგენდა.

სიკვდილის წინ

აფხაზავას თანაგუნდელი გელა შეყილაძე იხსენებს: "იმ საღამოს შალვა ჯანმრთელად გამოიყურებოდა. დაწოლის წინ, მას გაახსენდა, რომ კბილები არ ჰქონდა გახეხილი. ის ადგა, ჩაიტარა ჰიგიენური პროცედურა და შემდეგ დაიძინა, როგორც აღმოჩნდა სამუდამოდ,"

რაც შეეხება დავიდეს. მან სიკვდილის წინა საღამოს ფლეისთეიშენზე ფეხბურთი ითამაშა თანაგუნდელ მარკო სპორტიელოსთან ერთად, შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა. ასტორის სპორტიელოს ოთახში ბუცები ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ მას მობრუნება დაეზარა და ნივთების აღება დილას ჰქონდა გადაწყვეტილი. იტალიელი ბუცების წასაღებად აღარ მოსულა.

გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა

გარდაცვალება და მისი მიზეზი

2004 წლის 7 იანვრის დილას აფხაზავამ ვეღარ გაიღვიძა, ქართველი ფეხბურთელი ძილში გარდაიცვალა გულის სისუსტით. ექიმების მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, შალვას ძალიან ცუდად უმუშავებდა გული და ფილტვები. აფხაზავა 23 წლის იყო.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, შალვამ გრიპი გადაიტანა, რომელმაც სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო ქართველი ფეხბურთელის სიცოცხლისთვის საჭირო უმნიშვნელოვანესი ორგანოები.

გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა

აფხაზავას მსგავსად, იტალიელმაც სამუდამოდ დაიძინა 2018 წლის 4 მარტს. "ფიორენტინას" წარმომადგენლებმა სიკვდილის მიზეზად "მოულოდნელი დაავადება" დაასახელეს, რომელიც მოგვიანებით დადგინდა. რომ ბრადიარიტმია იყო (სუსტი გულის ცემა). ასტორი 32-წლისას წავიდა.

ხსოვნა

უკრაინაში დღემდე იხსენებენ ქართველ შემტევს და ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერადაც თვლიან. კიევის "არსენალმა" საკუთარ თავზე აიღო შალვას შვილის, გიას რჩენა იქამდე, სანამ ის სრულწლოვანი არ გახდება. აფხაზავას ხსოვნას პატივი სამშობლოშიც მიაგეს, ქობულეთში გაიმართა გარდაცვლილი ფეხბურთელისთვის მიძღვნილი ტურნირი.



რაც შეეხება ასტორის, "ფიორენტინამ" მას სამუდამო კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, დავიდეს ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს. ფლორენციულმა კლუბმა და "კალიარიმ" ხმარებიდან ამოიღეს 13-ნომრიანი მაისური. სწორედ ამ ნომრით ასპარეზობდა ასტორი. იტალიელი ფეხბურთელის დაკრძალვას 7000 გულშემატკივარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ სხვა გუნდების წარმომადგენლებიც.

გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დავიდე ასტორის მსგავსად გარდაიცვალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები