ინიესტამ ვარჯიში დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინიესტამ ვარჯიში დაიწყო


ინიესტამ ვარჯიში დაიწყო

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ მუხლქვეშა მყესის ტრავმის შემდეგ ვარჯიში დაიწყო, იტყობინება ესპანელი ჟურნალისტი, ალფრედო მარტინესი.

მოგეხსენებათ, კატალონიური გრანდის კაპიტანი ლა ლიგის 27-ე ტურში "ატლეტიკოსთან" (1:0) მოგებულ შეხვედრაში დაშავდა.

ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ჩელსისთან" 14 მარტს გასამართ საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში 33 წლის ჰავბეკის მონაწილეობა გამორიცხული არ არის.

2017/18 წლების სეზონში ინიესტამ "ბარსას" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები