კერიკი სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კერიკი სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს


კერიკი სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა პრესკონფრენციაზე კარიერის დასრულება დაადასტურა.

კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც სეზონის ბოლოს მოხდება, 36 წლის ინგლისელი "წითელი ეშმაკუნების" სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს ადგილს.

"დგება დრო, როცა სხეული გეუბნება, რომ ფეხბურთის თამაშის დასრულებაა საჭირო. სწორედ ეს ხდება ჩემს თავს", - ციტირებს კერიკის სიტყვებს Sun.

მიმდინარე სეზონი კერიკისთვის "ემიუს" რიგებში მეთორმეტეა. ამ დროის მანძილზე იგი ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, სამჯერ ლიგის თასის, ექვსჯერ კი ქვეყნის სუპერთასის. თითოჯერ მან ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ინგლისის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ამ სეზონში კერიკმა გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო ორ თვეზე მეტი გამოტოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები