ბილბაოს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბილბაოს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?


ბილბაოს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

"ატლეტიკის" ახალი მწვრთნელი, ასიერ გარიტანო გახდება, რომელიც ამჟამად "ლეგანესს" წვრთნის, იუწყება Oye Athletic.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, სეზონის დასრულების შემდეგ, გარიტანო ხოსე ანხელ სიგანდას შეცვლის.

ამ სეზონში სიგანდას ხელმძღვანელობით "ბილბაო" ლა ლიგაში მე-12 ადგილს იკავებს. ევროპა ლიგის ეგიდით, პირველ 1/8 ფინალურ მატჩში "ატლეტიკი" "მარსელთან" (1:3) დამარცხდა.

გარიტანო "ატლეტიკის" ღირსებას ფეხბურთელობისას 1989 წლიდან 1993 წლამდე იცავდა. "ლეგანესს" იგი ხუთი სეზონია წვრთნის და მესამე დივიზიონიდან ლა ლიგაში აღზევებაში დაეხმარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები