ალვეში რონალდუსთან ეპიზოდზე მორიგ განცხადებას აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალვეში რონალდუსთან ეპიზოდზე მორიგ განცხადებას აკეთებს


ალვეში რონალდუსთან ეპიზოდზე მორიგ განცხადებას აკეთებს

"პსჟ"-ს მცველი, დანი ალვეში უარყოფს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (1:2) გამართული საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის მიმდინარეობისას ცხვირი მოიწმინდა და მადრიდელთა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ხელი მაისურზე შეაწმინდა.

"ამბობენ, რომ ცხვირი მოვიწმინდე და რონალდუს მაისურზე ხელი შევაწმინდე. არ ვიცი, რა სამყაროში ვცხოვრობ. მე რა, ორი წლის ვარ? სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს", - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Globo Esporte.

"დავინახე, რომ რონალდუ ცდილობდა ჩემთვის დაერტყა. ეს ფეხბურთია, ერთმანეთის მეტოქეები ვართ. არაფერი პირადული".

"შემდეგი რამ ვუთხარი: "მეგობარო, შენნაირი ვარ. წაგება არ მიყვარს", - დასძინა ბრაზილიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები