მოურინიო: "მოიგებს თუ არა მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგას?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო: "მოიგებს თუ არა მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგას?"


მოურინიო:

"სევილიასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.

"მოიგებს თუ არა მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგას? ჩვენ ამ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ. ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და შემდეგ, ყველაფერზე ფიქრი შეიძლება.

როდესაც 1/8 ფინალში ხარ, ჩემპიონობაზე ფიქრი ადრეა, 1/4 ფინალში კი უკვე გეგმებს ისახავ და მიზნის მიღწევას ცდილობ.

ცოტა ხნის წინ, სუპერ გუნდს მოვუგეთ. ლივერპული სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა მაინც დავამარცხეთ.

სევილიასთან კი ყველაფერი წინ გვაქვს. ვალდებულები ვართ, რომ სტუმრად ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, შინ მათ მოვუგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

რა ანგარიშით მოვიგებთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ გინდათ, 1:0 იყოს, 2:1, 5:4 ან თუნდაც, 8:7", - აცხადებს მოურინიო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები