ანდრე გომეში: "ბარსელონაში თავს კარგად ვერ ვგრძნობ, ყველაფერი ჯოჯოხეთისკენ წავიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანდრე გომეში: "ბარსელონაში თავს კარგად ვერ ვგრძნობ, ყველაფერი ჯოჯოხეთისკენ წავიდა"


ანდრე გომეში:

"ბარსელონას" ფეხბურთელმა ანდრე გომეშმა განაცხადა, რომ ის ამ კლუბში თავს კარგად ვერ გრძნობს.

24 წლის ნახევარმცველი კატალონიურმა გუნდმა "ვალენსიადან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მას კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

"თამაშების დროს, მოედანზე თავს კარგად ვერ ვგრძნობ. "ბარსელონაში" მოსვლის შემდეგ, 6 თვე მშვენიერი იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ალბათ, ეს სწორი სიტყვა არ არის, თუმცა ყველაფერი ჯოჯოხეთისკენ წავიდა. ჩემს მიმართ დიდი პრესინგი წამოვიდა.

იყო შემთხვევები, როდესაც სახლიდან გამოსვლაც არ მინდოდა, რადგან ქუჩაში ყველა მე მიყურებს. სირცხვილის გამო, ქალაქში გავლის მეშინია", - განაცხადა გომეშმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები