გვარდიოლა ჯარიმის მიუხედავად, კვლავ პოლიტიკურ ჟესტიკულაციას განაგრძობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა ჯარიმის მიუხედავად, კვლავ პოლიტიკურ ჟესტიკულაციას განაგრძობს


გვარდიოლა ჯარიმის მიუხედავად, კვლავ პოლიტიკურ ჟესტიკულაციას განაგრძობს

გუშინ, "სტოკ სიტიმ" "მანჩესტერ სიტი" მიიღო და 0:2 დამარცხდა.

ხოსეპ გვარდიოლა, ამჯერად ყვითელი ყვავილით გამოჩნდა მოედანზე.

როგორც იცით, აქამდე ესპანელი სპეციალისტი ყვითელ ლენტს ატარებდა, რის გამოც დააჯარიმეს.

გვარდიოლა ამ ჟესტით, კატალონიელ პოლიტიკოსებს უცხადებს სოლიდარობას, რომლებიც რეფერენდუმის შემდეგ დააპატიმრეს.

ამ ფაქტის გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მწვრთნელი 23 000 ფუნტით დააჯარიმა.

როგორც ჩანს, გვარდიოლა ჯარიმამ ვერ შეაშინა და პოლიტიკურ ჟესტიკულაციას კვლავ განაგრძობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები