ალეგრი: "ნაპოლის სკუდეტოს მოგების კარგი შანსები აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი: "ნაპოლის სკუდეტოს მოგების კარგი შანსები აქვს"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, მიიჩნევს, რომ "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონატის მოგება ჯერ კიდევ შეუძლია.

"ჩვენ ლიდერის პოზიციას მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც ვიკავებთ და იმისათვის, რომ ეს ადგილი შევინარჩუნოთ, ყოველ ტურში გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.

"ნაპოლი" კვლავ ახლოს არის, არსად გამქრალა და ნეაპოლელებს სკუდეტოს მოგების კვლავ კარგი შანსები აქვთ. წინ რამდენიმე რთული მატჩი გვაქვს, მათ შორის "ატალანტასთან" მატჩი და "ნაპოლისთან" ურთიერთშეხვედრა.

ასე, რომ ჩვენ გარანტირებული არაფერი გვაქვს", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ.

28 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" სერია ა-ს 71 ქულით ლიდერობს და "ნაპოლის" 1 ქულით უსწრებს, თანაც "ბებერ ქალბატონს" 1 მატჩი რეზერვში აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები