დონარუმამ მილანიდან წასვლა გამორიცხა: "აქ მშვიდი და ბედნიერი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დონარუმამ მილანიდან წასვლა გამორიცხა: "აქ მშვიდი და ბედნიერი ვარ"


დონარუმამ მილანიდან წასვლა გამორიცხა:

"მილანის" ახალგაზრდა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, ბოლო პერიოდში გავრცელებული ჭორები უარჰყო და დარწმუნებით აღნიშნა, რომ "როსონერიში" ბედნიერია.

"მე მშვიდად და ბედნიერად ვარ - წინ ყოველგვარი შეფერხების გარეშე მივიწევ. ჩვენ კარგი გუნდი და მეგობრული კოლექტივი გვყავს, ამიტომ "ჯენოასთან" გამარჯვებას კვლავ აღვნიშნავთ.

ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ ამის უნდა გვჯეროდეს და მიზნისკენ ნელ-ნელა ვიაროთ", - განაცხადა 19 წლის იტალიელმა.

ჯიჯი დონარუმას, რომელმაც მილანურ გრანდთან კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში 2021 წლამდე გაახანგრძლივა, რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბი აკვირდება, მათ შორის მადრიდის "რეალი" და "პარი სენ ჟერმენი".
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ჯანლუიჯი დონარუმა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები