7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა


7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სევილია" მიიღო და 1:2 დამარცხდა.

ესპანეთში, პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და შესაბამისად 1/4 ფინალში "სევილია" გავიდა.

განვიხილოთ, "იუნაიტედის" ჩაფლავების მთავარი მიზეზები.

1. ჟოზე მოურინიოს ჯიუტი ტაქტიკა
პორტუგალიელი სპეციალისტი ჯიუტად აგრძელებს თავისი სტილით თამაშს. "ლივერპულთან" შეხვედრაში, პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ რეალურად "იუნაიტედს" შეტევაში თამაში შეუძლია, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა დღევანდელ მატჩში სხვაგვარი ტაქტიკით გამოსვლა გადაწყვიტა. "მანჩესტერი" კვლავ უსახურ ფეხბურთს თამაშობდა და ამის გამო, შეამჩნევდით, რომ მეორე ტაიმში თვით "ოლდ ტრაფორდის" პუბლიკა უსტვენდა საკუთარ გუნდს.
7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა

2. კაცი, რომელიც კვირაში 500 000 ფუნტს იღებს
ჩილელმა უკვე 10 თამაშზე მეტი ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში, თუმცა ახალ გუნდს ვერა და ვერ მოერგო. ალექსის სანჩესს ჯერ ღირებული არაფერი გაუკეთებია, არადა ის კვირაში 500 000 ფუნტს იღებს, ხელფასის სახით. "სევილიასთან" 29 წლის ჩილელმა ღირებული ვერაფერი გააკეთა.
7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა

3. პოლ პოგბა
ფრანგი ნახევარმცველი მოედანზე, მეორე ნახევარში შემოვიდა, თუმცა ჯობდა არ შემოსულიყო... არასწორი გადაცემების გარდა, პოგბას არაფერი გაუკეთებია. არადა, ის 105-მილიონიანი ფეხბურთელია, რომელიც წესით გუნდს უნდა უძღვებოდეს.
7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა

4. ჯესი ლინგარდი
თითქოს ბოლო პერიოდში, ინგლისელი შემტევი კარგად ასპარეზობდა, თუმცა დღევანდელ მატჩში ლინგარდი მხოლოდ ჩრდილი იყო. მან პრესტიჟის პასიც ვერ გააკეთა, რის გამოც მოურინიომ მეორე ნახევარში მოედნიდან გაიყვანა.
7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა

5. ოლდ ტრაფორდზე დუბლი, 4 წუთში
მართალია, "მანჩესტერი" მთელ რიგ ეპიზოდებში ჩაფლავდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბენ იედერმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. ფეხბურთელი, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, 2 გოლის გატანა შეძლო და "იუნაიტედს" შანსი არ დაუტოვა.
7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა

6. სტუმრად არ გატანილი გოლი
ჩემპიონთა ლიგაზე, შინ გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქეს 2 გოლი აქვს გასატანი, ფრის შემთხვევაში კი შემდეგ რაუნდზე ვერ გადის. ცხადია, რომ ეს ყველამ იცის, რის გამოც ნებისმიერი გუნდი ცდილობს, რომ მეტოქის მოედანზე 1 გოლი მაინც გაიტანოს. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს, ესპანეთში გამართული მატჩი, სადაც "მანჩესტერს" სახიფათო მომენტიც არ ჰქონდა. ცხადია, რომ იქაც მოურინიო თავისი დაცვითი ტაქტიკით თამაშობდა და სწორედ ამიტომ არ გავიდა გოლი. "იუნაიტედმა" დღეს 74-ე წუთზე გაუშვა გოლი და დარჩენილ 16 წუთში, 2 გოლი ჰქონდა გასატანი, რაც ურთულესი იყო. სწორედ ამიტომ, საჭიროა სტუმრად 1 გოლის გატანა.
7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა

7. დაგვიანებული ცვლილებები
ალბათ, ვინც "მანჩესტერის" თამაშებს თვალს ადევნებს, მათთვის ახალი ამბავი არ არის, რომ ჟოზე მოურინიო ყოველთვის აგვიანებს ცვლილებებს, ეს დღესაც ასე მოხდა. სანამ "იუნაიტედმა" გოლი არ გაუშვა და მეტოქის კარში 2 გოლის გატანა არ დასჭირდა, მანამდე პორტუგალიელმა შეტევა არ გააძლიერა. ნათლად ჩანდა, რომ ალექსის სანჩესი და ჯესი ლინგარდი ღირებულს ვერაფერს აკეთებდნენ, თუმცა მოურინიო მათ გაყვანას არ ჩქარობდა. მხოლოდ 76-ე წუთზე ჩართო ჟოზემ მატა და მარსიალი.

...და ბოლოს, უნდა აღინიშნოს რომელუ ლუკაკუს თამაში. ბელგიელი ხშირად ხდებოდა კრიტიკის მსხვერპლი, თუმცა დღევანდელ მატჩში, ის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ლუკაკუმ გოლიც გაიტანა, თუმცა ამის გარდა აბსოლუტურად ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა და მეტოქეს ბურთი არა ერთხელ აართვა. ის შესანიშნავად უდგამდა მხარს "სევილიას" მცველებს და მათ უმეტეს შემთხვევაში, ბურთის გარეშე ტოვებდა.
7 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი 1/8 ფინალში დამარცხდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები