მანჩესტერ სიტის დირექტორმა მესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტის დირექტორმა მესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა


მანჩესტერ სიტის დირექტორმა მესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში გავრცელდა ხმები, რომ "ბარსელონას" მესის დაკარგვის ეშინია.

კონტრაქტში, არგენტინელის გამოსყიდვის პუნქტის დეტალი შეტანილია და თანხა 700 მილიონ ევროს შეადგენს. მიუხედავად ამისა, კატალონიაში ფიქრობენ, რომ ამხელა თანხის გადახდა, რომელიმე კლუბი შეძლებს.

მთავარ კანდიდატად "მანჩესტერ სიტი" დასახელდა, თუმცა გუნდის სპორტულმა დირექტორმა ეს ტრანსფერი გამორიცხა.

"მესის დამატების შანსი არ არის. მას კარგად ვიცნობ და ლეო, ოჯახთან ერთად ბარსელონაში თავს შესანიშნავად გრძნობს. ეს არის ადგილი, რომელიც მესის სჭირდება", - განაცხადა ფერან სორიანომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები