ტოტენჰემი უახლოეს კვირაში სონთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს გამართავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოტენჰემი უახლოეს კვირაში სონთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს გამართავს


ტოტენჰემი უახლოეს კვირაში სონთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს გამართავს

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა უახლოეს კვირაში ნახევარმცველ სონ ჰინ მინთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, იტყობინება Sky Sports.

25 წლის ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ორ წელიწადში ეწურება და ამჟამად მისი ყოველკვირეული ხელფასი 60 ათასი ფუნტია.

ამ სეზონში სონმა "დეზების" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი გააკეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ კორეელი ნახევარმცველი თავდამსხმელ ჰარი კეინის შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები