ატლეტიკო იუვენტუსის ნახევარმცველით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ატლეტიკო იუვენტუსის ნახევარმცველით ინტერესდება


ატლეტიკო იუვენტუსის ნახევარმცველით ინტერესდება

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური ნახევარმცველი, როდრიგო ბენტანკური, მადრიდის "ატლეტიკოს" სამიზნე გახდა.

ცნობილი ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo" იტყობინება, რომ "როხიბლანკო" იტალიური გრანდის ურუგვაელი ლეგიონერის დამატებას ზაფხულში ეცდება.

20 წლის როდრიგო ბენტანკური "ბებერმა ქალბატონმა" გასული წლის ზაფხულში "ბოკა ხუნიორსიდან" შეიძინა და მისი მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი.

ბენტანკურმა მიმდინარე სეზონში სულ 20 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები