რასინგის პრეზიდენტი: "მარტინესი ინტერში გადავა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რასინგის პრეზიდენტი: "მარტინესი ინტერში გადავა"


რასინგის პრეზიდენტი:

არგენტინული "რასინგის" ცენტრალური თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი, ახალი სეზონიდან მილანის "ინტერის" ფეხბურთელი გახდება. ინფორმაცია სამხრეთ ამერიკული კლუბის პრეზიდენტმა გაავრცელა

"დორტმუნდის "ბორუსიამ" წინადადება გვიან გამოგვიგზავნა. თუ თავად ლაუტარო არ გადიფიქრებს, მაშინ ზაფხულში "ინტერში" გადაბარგდება", - ციტირებს არგენტინული პრესა ვიქტორ ბლანკოს.

20 წლის ნიჭიერმა არგენტინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 თამაშში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები