» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს


10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს

ფეხბურთი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სფერო ევოლუციას განიცდის. ბოლო 20 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა სპორტის ნომერ პირველ სახეობაში. არის მოვლენები და შემთხვევები, რომელიც უკვე ენატრება გულშემატკივარს.

გავიხსენოთ, თუ როგორ იცვლიდა სახეს ფეხბურთი და რომელმა ფაქტორებმა განაპირობეს მისი განახლება. დღეს ქვემოთ ჩამოთვლილილი ე.წ. "ტრენდები" აღარ არსებობს.

10. ლიბეროს პოზიცია

10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს

იყო დრო, როდესაც ცენტრალური მცველის პოზიციასაც თავისი ქვე-პოზიცია ჰქონდა სახელად ლიბერო. აღნიშნული ამპლუის მოთამაშეებს თავისუფალ მცველებსაც ეძახდნენ. ლიბეროს არ ჰქონდა კონკრეტულად განსაზღვრული ადგილი მოედანზე, მისი უმთავრესი საქმე კი პარტნიორების დაზღვევა და საჯარიმოდან ბურთის გამოტანა იყო. დროთა განმავლობაში თავისუფალმა მცველმა დაკარგა თავის აქტუალურობა, მისი ფუნქციები კი ჩვეულებრივმა ცენტრალურმა მცველებმა შეითავსეს. ლიბეროები იყვნენ: ფრანც ბეკენბაუერი, გაეტანო შირეა, რონალდ კუმანი, მატიას ზამერი.

9. ბომბარდირი მეკარეები

10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს

გოლკიპერის მთავარი ფუნქცია კარის მშრალად შენახვაა, თუმცა იყვნენ მეკარეები, რომლებიც დამატებითი უნარ-ჩვევებითაც გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკელი კარის დარაჯები. როჟერიო სენი, ხოსე ლუის ჩილავერტი, ხორხე კამპოსი, რენე იგუიტა, ჰანს-იორგ ბუტი - სეივების გარდა, ისინი გოლებსაც იტანდნენ სტანდარტული სიტუაციებიდან. დღეს, გოლეადორი-კიპერები თითქმის აღარ არსებობენ, მიზეზი - საკუთარ კარში ბურთის გაშვების მაღალი რისკია. სანამ მეკარე ჯარიმის ან პენალტის შესასრულებლად არის წასული, მისი კარი ხომ ცარიელია რჩება.

8. სიგარეტის მწეველი მწვრთნელები



ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, სიგარეტის მოწევა სტადიონზე ჩვეულებრივი რამ იყო მწვრთნელებს შორის. თამბაქოს მოდის დამამკვიდრებლად იოჰან კრუიფი ითვლება, მისი მავნე ჩვევა კი მოგვიანებით აიტაცეს მარჩელო ლიპიმ, კარლო ანჩელოტიმ, ექტორ რაულ კუპერმა, ახალგაზრდა არსენ ვენგერმა და სხვებმა. 21-ე საუკუნის დასაწყისში, უეფამ აკრძალა აღნიშნული ქმედება, რადგან "სპორტი პირველ რიგში ჯანსაღ ცხოვრების წესთან უნდა ასოცირდებოდეს,"

7. ხისტი ფეხბურთელი - ტაქტიკის ნაწილი

10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს

ბევრ გუნდს ჰყავდა ერთი ისეთი მოთამაშე, რომელიც აშინებდა მოწინააღმდეგეს და ბურთის წასართმევად ხშირად არ ამბობდა უარს ზედმეტ უხეშობაზე. საშინელი ვარდნები, იდაყვით დარტყმები, სისხლი და მოტეხილობები - ეს ყველაფერი თამაშის შემადგენელი ნაწილი იყო. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ფუნქციებით საყრდენი ნახევარმცველები იყვნენ დატვირთულნი. დღეს ე.წ. "ჩამშლელი" არის გუნდის ტვინი და შავი სამუშაოს შემსრულებელი. სურათის უკეთესად აღსაქმელად შეადარეთ ერთმანეთს როი კინისა და სერხიო ბუსკეტსის თამაში.

6. ძლიერი გუნდები აღმოსავლეთ ევროპიდან

10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს

ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში, ფული ყველაფერს არ წყვეტდა ფეხბურთში. სწორედ ამიტომ იმ დროს უფრო მარტივი იყო ნიჭიერი აღზრდილების შენარჩუნება. ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა", ბუქარესტის "სტიაუა", კიევის "დინამო", თბილისის "დინამო" - მათ ერთი რამ აერთიანებდათ. აღმოსავლეთ ევროპის ღარიბი ქვეყნების წარმომადგენლები ძლიერი აკადემიით, რომლებიც ერთ დროს ევროთასების ფავორიტები იყვნენ. დღეს მათი ხილვა რომელიმე ტურნირის ფინალში პრაქტიკულად არარეალურია.

5. მოთამაშე მწვრთნელები

10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს

აღნიშნულმა ტრადიციამ 21-ე საუკუნის 00-იან წლებამდე იარსება, უმეტესად ინგლისში. პრემიერ ლიგაში ხშირი იყო, რომ მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს მოქმედი ფეხბურთელი ასრულებდა. მაგალითად, კენი დალგლიში "ლივერპულში". რაც შეეხება ლონდონის "ჩელსის", 90-იანების მანძილზე, "არისტოკრატებს" მუდამ მოქმედი-მოთამაშეები წვრთნიდნენ - გლენ ჰოდლი (1993-1995), რუდ გულიტი (1996-1998), ჯანლუკა ვიალი (1998-2000). საინტერესო ფაქტი: 2004-2006 წლებში, კვიპროსის "ანორთოსისსაც ჰყავდა მოთამაშე მწვრთნელი, ვინ, თუ არა თემურ ქეცბაია.

4. სერია ა - ყველაზე ვარსკვლავური ლიგა

10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს

დიეგო მარადონა, მიშელ პლატინი, მარკო ვან ბასტენი, ზინედინ ზიდანი, რონალდო, კაკა და კიდევ ბევრი სხვა. 80-იანებსა და 90-იანებში, კალჩო სავსე იყო ეპოქალური ფეხბურთელებით. იტალიაში იყო ერთბაშად რამდენიმე სუპერ-კლუბი, რომლებიც თითქმის ყოველ წელს ახორციელებდა რეკორდულ ტრანსფერებს. ამის გარდა, აპენინური გუნდები მუდამ ითვლებოდნენ ევროთასების ფავორიტებად. ამ ყველაფერს ემატებოდა იტალიის ისედაც ვარსკვლავური ნაკრები და გამოდიოდა იდეალური ჩემპიონატი. სერია ა დაღუპა მაფიოზთა გავლენამ ფეხბურთზე და ჩაწყობილმა თამაშებმა. სამწუხაროდ, კალჩო დღემდე ჭაობშია.

3. ოქროს გოლი/ვერცხლის გოლი



ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ინიშნებოდა ორი 15-წუთიანი დამატებითი ტაიმი, თუმცა გოლის გატანის შემთხვევაში მატჩი სრულდებოდა. სწორედ ოქროს გოლის წყალობით მოიგო საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2000. შემდეგ აღნიშნული ფორმატი გამარტივდა და ბურთის შეგდების შემთხვევაში, გუნდები მაინც ასრულებდნენ ერთ ტაიმს. ფიფას ეგონა, რომ აღნიშნული წესი უფრო მეტ დაძაბულობას შემოიტანდა, მაგრამ რეალურად, ხშირ შემთხვევაში, გუნდები დაცვაში იკეტებოდნენ და პენალტების სერიისთვის ემზადებოდნენ.

2. თასების მფლობელთა თასი

10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს

ტურნირი, რომელიც თავისი პრესტიჟულობით მხოლოდ ჩემპიონთა თასს/ჩემპიონთა ლიგას ჩამოუვარდებოდა. გათამაშებაში მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის თასის გამარჯვებულები, რომლებიც მოგვიანებით უეფას სუპერთასის მფლობელის ვინაობას არკვევდნენ ჩემპიონთა თასის ტრიუმფატორთან. აღნიშნულმა ტურნირმა არაერთი "გუნდი-აღმოჩენა" აჩუქა ევროპას, იგივე თბილისის "დინამო". სამწუხაროდ 1999 წელს, უეფამ ჩათვალა საჭიროდ, რომ თასების თასი კარგავდა თავის აქტუალურობას და გადაწყდა გათამაშების გაუქმება. ქვეყნის თასების მფლობელები კი უეფას თასში ჩართეს.

1. თავისუფალი ფეხბურთელები

10 საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აღარ არსებობს

დრო, როდესაც არ არსებობდა სოციალური ქსელები. ფანები ვერ აკონტროლებდნენ კუმირის თითოეულ ნაბიჯს, ფეხბურთელი გაიგივებული იყო ჩვეულებრივ ადამიანთან, ორიგინალური ვარცხნილობა კი იყო უცნაურობა ვიდრე მოდა. თავად მოთამაშე კი ასოცირდებოდა ბრუტალურ სპორტსმენთან და არა მოდელთან. გარდატეხა შეიტანა დევიდ ბექჰემმა თავისი ვარსკვლავური იმიჯით, კრიშტიანუ რონალდუმ და ნეიმარმა კი საბოლოოდ დაამკვიდრეს მოდა ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილზე. დღეს, ჩვენ ვიცით ისიც კი თუ რას ჭამს სადილზე საყვარელი ფეხბურთელი, ადრე კი გულშემატკივრები სხვადასხვა ლეგენდებს თხზავდნენ მოთამაშეებზე და უნდა ითქვას, რომ ამას თავის ხიბლი ჰქონდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბელგიაში ფეხბურთი დაბრუნდა: ქვილითაიამ პირველივე მატჩში გაიტანა [VIDEO]

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ბელგიაში ფეხბურთი განახლდა და გუნდები ამხანაგურ მატჩებს ატარებენ.

დღეს, 17:13

ხაბიბის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი, აბდულმანაპი 57-წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი - კორონავირუსი.

დღეს, 16:34

დემბელეს უცვლელი მეწყვილე ლაზარეთში - უმტიტიმ მორიგი ტრავმა მიიღო

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი კვლავ ტრავმირებულია.

დღეს, 16:23

მოურინიოს კოშმარული შედეგი ტოტენჰემში

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის განვლილ ტურში "ტოტენჰემი" დამარცხდა "შეფილდ იუნაიტედთან", ანგარიშით 1:3.

დღეს, 16:01

დე ბრუინმა ბუნდესლიგაში დამყარებული პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" განადგურებაში მონაწილეობა მიიღო კევინ დე ბრუინმაც, რომელმაც მოწინააღმდეგეს 11-მეტრაინი გაუტანა.

დღეს, 15:48

გვარდიოლა: მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველის მწვრთნელი ვარ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა:

დღეს, 15:36

მიზეზი, რის გამოც ბართომეუს არ სურს ხავის დანიშნვა

პრესაში აქტიურად იწერება კიკე სეტიენის "ბარსელონადან" გათავისუფლების შესახებ. ესპანეთი თავკაცის პოტენციურ შემცვლელად

დღეს, 15:26

ლივერპული? არა, მაგრამ ტიაგო ბაიერნს უკვე დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, პრესა აქტიურად წერს მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას "ლივერპულში"

დღეს, 15:15

პირველი სისხლი - ის, რასაც სტერლინგი 5 წელი ვერ ახერხებდა

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ფარგლებში "მანჩესტერ სიტიმ" გაანადგურა "ლივერპული", ანგარიშით 4:0.

დღეს, 14:42

Nike-მა ბარსელონას ახალი ფორმა გაყიდვიდან ამოიღო, მიზეზი - დაბალი ხარისხი

Nike-ის ოფიციალურ მაღაზიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში უნდა შესულიყო "ბარსელონას" ახალი ფორმა, მაგრამ ასე არ მოხდა.

დღეს, 14:29

ნოიერსა და ობლაკზე წინ - კურტუას საუკეთესო შედეგი ევროპის ტოპ-5 ლიგაში

"ხეტაფესთან" მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მეკარეს, ტიბო კურტუას ლა ლიგაში 16 მშრალი მატჩი დაუგროვდა.

დღეს, 14:09

ნევილმა სიტი-ლივერპულის ყველაზე სუსტი მოთამაშის შესახებ: "სრული კოშმარი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" შეხვედრის ყველაზე სუსტი მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 13:52

მშვიდობით, კოუტინიო - სანეს ნომერი ბაიერნში ცნობილია

ადიდასის ოფიციალური ტვიტერის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულის, ლეროი სანეს სათამაშო ნომერი ცნობილია.

დღეს, 13:42

ფაბრეგასი: "იმის გათვალისწინებით, რომ სამი დღეა არ უძინიათ, ლივერპული ძალიან კარგად თამაშობს"

„მანჩესტერ სიტისთან" მატჩში „ლივერპულის" გამანადგურებელ მარცხს, ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ირონიულად გამოეხმაურა.

დღეს, 12:50

რივალდო: "ვერ ვხვდები, რატომ ეძლევა გრიზმანს ასე მცირე სათამაშო დრო"

„ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, რივალდომ, ანტუან გრიზმანის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:30

პრაქტიკულად შეთანხმებულია! ტიაგო ალკანტარა ახალ გუნდს უახლოვდება - SPORT

კატალონიური გამოცემა Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 12:15

ბაიერნმა სიტის მოუბოდიშა

მიუნხენის „ბაიერნმა" „მანჩესტერ სიტის" ლეროი სანეს სურათის ნაადრევი გამოქვეყნების გამო, ბოდიში მოუხადა.

დღეს, 12:00

"პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა", - სანეს პირველი კომენტარი ბაიერნში გადასვლის შემდეგ

ნახევარმცველმა ლეროი სანემ „მანჩესტერ სიტიდან" „ბაიერნში" გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 11:55

კლოპი: "თუ იმის თქმა გინდათ, რომ კონცენტრირებულები არ ვიყავით, მიდით, მაგრამ მე გუნდის განწყობა მომეწონა"

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „მანჩესტერ სიტისთან" განადგურებაზე (0:4) ისაუბრა.

დღეს, 11:49

VIDEO: გუნდური თამაშის მარგალიტი! ატალანტას ულამაზესი გოლი ნაპოლის კარში

ჯანპიერო გასპერინის გუნდმა „ნაპოლის" ულამაზესი გოლი გაუტანა.

დღეს, 11:23

ლინეკერი: "ვიწყებ ფიქრს, რომ ლივერპული ქაფის ბუშტი იყო"

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, „ლივერპულის" „სიტისთან" გამანადგურებელ წაგებას კომენტარი „ტვიტერში" გაუკეთა.

დღეს, 11:19

ოფიციალურად: ლეროი სანე - ბაიერნის ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაეირნმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლეროი სანეს ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 11:16

ჩილეს ნაკრების ექს-ფეხბურთელს 4-წლიანი ციხე, ვარსკვლავების ბინის ძარცვისთვის მიესაჯა

ჩილეს ნაკრების ექს-ფეხბურთელს, ნიკოლას კარასკო ოვიედოს, თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

დღეს, 10:58

ზიდანი ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ლეო მესის „ბარსელონადან" შესაძლო წასვლის ინფორმაციას გამოეხმაურა.

დღეს, 10:52

"იმედგაცრუების უკეთ მიღებას თუ არ მივეჩვიე, შეიძლება ფეხბურთიდან ვერასდროს წავიდე", - ბუფონი

„იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ისაუბრა, თუ რატომ აგრძელებს საფეხბურთო კარიერას.

დღეს, 10:45

გვარდიოლა: "უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო"

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „ლივერპულის" განადგურებაზე (4:0) ისაუბრა.

დღეს, 10:40

ლივერპულმა არსენალის 22-წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ" „ლივერპული" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 10:36

3 მიზეზი, რის გამოც მესი ბარსელონადან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს

ესპანური გამოცემა Cadena SER იტყობინება, რომ „ბარსელონასთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ლიონელ მესი გუნდიდან წასვლას აპირებს.

დღეს, 10:29

შეთანხმება მიღწეულია! ბარსელონაში ხავი ინიშნება - Mundo Deportivo

„ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდში მწვრთნელად ინიშნება.

დღეს, 10:26

როგორი სტატისტიკით დატოვა ლევან მჭედლიძემ დინამო თბილისი?

დღეს, "დინამო თბილისის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ლევან მჭედლიძემ" გუნდი დატოვა.

დღეს, 04:16
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10