ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა!


ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა!

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

36 წლის შვედმა და ინგლისურმა კლუბმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტეს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე კვირაში მლს-ის კლუბ "ლოს ანჯელეს გელექსის" შეუერთდება.

ზლატანი "წითელ ეშმაკუნებს" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა. ყველა ტურნირზე ერთად ამ დროის მანძილზე მან 53 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, მანიკუნიანელებთან ერთად შვედმა ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები